რა არის Feedc და როგორ გამოვიყენოთ ის?

0
შენ ალბათ ახლახანს დააყენე Feedc, ან უკვე დიდიხანია გაქვს, იქნებ ძველი მომხმარებელიც ხარ, ან უბრალოდ მკითხველი.
მე ვეცდები პლატფორმის იდეასა და გამოყენებაზე მოგიყვე, იმედი მაქვს ჩემი პატარა რჩევები დაგეხმარება უკვეთ გაუგო ამ უნიკალურ პროდუქტს.

Welcome to Feedc.com

ცოტას ჩემზეც მოგიყვები, მომოს მეძახიან, რაც თავი მახსოვს ყოველთვის ვწერდი, Feedc პირველად ჩემმა საუკეთესო ადამიანმა გამაცნო, ტატო პლატფორმის პირველი და უკანასკნელი დიზაინერია.
ტატო, მისი გუნდი და კიდევ უამრავი ადამინი თქვენთვის 12საათზე მეტი მუშაობდა, რომ ნიკოს იდეა სისრულეში მოეყვანა.
კეთილი იყოს შენი მოსვლა Feedc.com-ზე.
 მე აპლიკაციის ძველი ბლოგერი ვარ.

რა არის Feedc?

ამ კითხვაზე ალბათ ათასჯერ მაინც მიპასუხია, Feedc არის ლოკაციაზე მორგებული პლატფორმა,  სადაც ადამიანები აზრიარებენ აქ და ახლა რა ხდება მათ ირგვლივ, სადაც წერენ სტატიებს, ბლოგებს და თავად ხდებიან "კონტენტის შემქმნელები". 
Feedc პირველად 2018 წელს დაიწყო და დღითი-დღე ვითარდებოდა,   Feedc-ის მთავარი მიზანია გაგიხსნათ ახალი გზა, რათა შეძლოთ ხმა მიაწვდინოთ მილიონობით ადამიანს მსოფლიოს გარშემო.
პლატფორმის მიზანია დააკავშიროს, მისცეს ადამიანებს ახალი "თული" რათა მათ მთელი მსოფლიოდან შეძლონ გააზიარონ თუ რას ხედავენ, გრძნობენ და ფიქრობენ. 

History

ისტორია დიდი და გრძელია, ალბათ უკვე რამდენი მოსისმინე და წაიკითხე ნიკოზე. 
მომავალში კიდევ ხშირად გავიგონებთ მის სახელს, როგორც უნიკალური, საოცარი პიროვნების, რომელმაც ყველას რაღაც გვასწავლა.

როგორ გამოვიყენოთ Feedc.com?

შენ შეგიძლია დაათვალიერო, გაიგო რა ხდება შენ ირგვლივ და თავადაც გააზიარო.
რა აღმოაჩინე დღეს?
რამ მიიქცია შენი ყურადღება?
რა გინდა გაუზიარო უამრავ ადამიანს? 
რა გსურს აჩვენო სამყაროს?
როგორც ყველა აპს, Feedc-საც აქვს შეზღუდვები, აქ არ დავცინით, არ ვლანძღავთ და არ ვპოსტავთ "თრეშ" არასასარგებლო, არაფრის მომტან პოსტებს/ბლოგებს.

რატომ ვპოსტავ ახლა?

მე ისევე როგორ შენ გულნატკენი და დაღლილი ვარ. ამბით, რომელმაც ყველა შეგვძრა.
მე მხოლოდ ეს შემიძლია, წერით გადმოგცეთ ის, რაც ვიცი, რაც ნიკომ მასწავლა და რასაც ვაკეთებდი წელიწადზე მეტი ჩემს მეგობრებთან ერთად.
რადგან ბევრი კითხვა იყო, გადავწყვიტე ცოტა პასუხისმგებლობა მეც ამეღო როგორც აპლიკაციის ძველ ბლოგერს და თქვენთვის პლატფორმაზე მომეყოლა.
Rest in peace ... შენ ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნები შენი იდეით, საოცარი სულისკვეთებით, გენიალური აზრებითა და საოცარი სიცოცხლის სიყვარულით.
გვაპატიე რომ ამაზე მეტს ვერაფერს ვაკეთებთ შენთვის.
0