რა მოხდება მთვარე რომ გაქრეს?

4
თუ ოდესმე ეს კითხვა გაგჩენიათ, სტატია თქვენთვისაა 🙌🏼
✦ დედამიწის მთვარე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს კულტურაში, ენასა და ფიქრებში.
ფიქრებზე საუბრისას, წინა რილსი, სადაც განხილული იყო, თუ რა მოხდება მთვარემ რომ "როშის საზღვარი" გადმოკვეთოს - სწორედ ეს იყოს მაგალითად, ან ბავშვობაში მთვარისკენ მიპყრობილი ლენჩი მზერა, როცა გვიკვირდა, თუ რატომ დაგვდევდა მუდამ.
ხო, ახლა მივუბრუნდეთ თემას.
ხვალ, თვალის დახამხამებაში რომ ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი გაქრეს, რა მოხდება?
რა შეიცვლება პლანეტაზე, ან საერთოდ, შეიცვლება რამე?

• ჩვენი ზღვებისა და ოკენაეების მოქცევებზე რას იტყოდით?

გრავიტაცია - ყოველ შემთხვევაში, ნიუტონისეული გრავიტაცია საკმაოდ პირდაპირი და მარტივი გასაგებია:
რაც უფრო ახლოს ხართ რაიმესთან, მით უფრო ძლიერია მიზიდულობის ძალა.
ამრიგად, ის, რაც უფრო ახლოს არის მთვარესთან, იღებს უფრო ძლიერ გრავიტაციულ ძალას, ხოლო ის, რაც უფრო შორს არის, იღებს უფრო სუსტს.
დედამიწაზე მთვარის გავლენის დაკვირვებისას, შეგიძლიათ არსებითად დაყოთ პლანეტა სამ ნაწილად:
თავად დედამიწა, მთვარესთან ახლოს მდებარე ოკეანე და მთვარისგან შორს მდებარე ოკეანე.
ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ მომენტში, ის ოკეანე, რომელიც მთვარესთან იქნება ახლოს, უფრო მეტად მიიზიდება მთვარისკენ, ვიდრე ის ოკეანე, რომელიც შორს არის მთვარისგან.
მარტივია, არა?
ამ დროს, როდესაც ოკეანე და მთვარე ახლოვდებიან, მთვარის გრავიტაციული ძალა იზიდავს მასთან ყველაზე ახლოს მდებარე ოკეანეს და იწვევს ამობურცვას, რაც ქმნის მოქცევას.
ეს იმიტომ ხდება, რომ მთვარის გრავიტაცია უფრო ძლიერად იზიდავს წყალს, ვიდრე დედამიწის კლდოვან მასას.
ეს არის.
მოქცევა ჩვენი პლანეტის ერთ მხარეს უკვე ავხსენით.
მაგრამ, რა ხდება ამ დროს მეორე მხარეს, რომელიც შორს არის მთვარისგან?
აქაც ვიღებთ ამობურცულობასა და მოქცევას.
მთვარისგან შორს მდებარე მხარეს, კლდოვანი მასა უფრო მიიზიდება მისკენ, ვიდრე წყალი.
ანუ, მთვარესთან ახლოს მდებარე მხარეს უფრო მიიზიდება წყალი, ვიდრე კლდოვანი მასა, ხოლო შორს მდებარე მხარის შემთხვევაში, კლდოვანი მასა უფრო მიიზიდება, ვიდრე წყალი.
ცხადია, ამობურცულობა მეტად გამოხატული იქნება იმ მხარეს, რომელიც მთვარის პირისპირ იქნება.
თუმცა, მთვარის ასეთი სურვილის მიუხედავად, რომ წაგვართვას ოკეანეები, ჩვენი პლანეტის გრავიტაციას ვერ ერევა და შესაბამისად ოკეანეები არის იმის, ვინც ამ მარათონში ძალის უპირატესობით სარგებლობს, ანუ ოკანეები ეკუთვნის დედამიწის.
მთვარე რომ გაქრეს, მთლად მოქცევების გარეშე არ დავრჩებით, რადგან მზეც ასევე ჭიმავს და კუმშავს დედამიწას, ამრიგად სერფერებისთვის კარგი ამბავი მაქვს: ტალღები ისევ იქნება, მაგრამ არა ისეთი, როგორიც მთვარის არსებობის შემთხვევაში.

• რას იტყოდით 24-საათიან დღეზე?

ადრე, დედამიწა თავისი ღერძის გარშემო უფრო სწრაფად ბრუნავდა, ვიდრე დღეს.
ჰიპოთეტურად, დედამიწის დღე მხოლოდ 6 საათს გრძელდებოდა, დღეს კი 24 საათი გვაქვს დღეში.
რა მოხდა, ნუთუ აქაც მთვარის ხელი ურევია...
ასეა, აქაც მთვარეა მთავარ როლში.
მთვარე კი ქმნის მოქცევებს, მაგრამ დედამიწაც ხომ ბრუნავს თავისი წარმოსახვითი ღერძის გარშემო.
დედამიწის ბრუნვა იწვევს ოკეანეებში მოქცევის ამობურცულობების წარმოქმნას.
თუმცა, იმის გამო, რომ დედამიწა ბრუნავს, როცა მთვარეც ბრუნავს მის გარშემო, ეს ამობურცულობები პირდაპირ მთვარის ქვემოთ ვერ აღმოჩნდებიან, არამედ ოდნავ უსწრებენ მას (ორბიტალური თვალსაზრისით).
იფიქრეთ ასე: დედამიწა ბრუნავს თავის ღერძზე და მასთან ერთად ეს ამობურცულობებიც.
ამასობაში, მთვარე აგრძელებს დედამიწის ირგვლივ მოძრაობას.
ეს ნიშნავს, რომ იმ დროისთვის, როცა მთვარე დედამიწის მაღლა ბრუნავს, ჩვენი პლანეტის ბრუნვის გამო, მოქცევის გამობურცულობები უკვე ოდნავ წინ უსწრებენ მთვარეს.
მაშასადამე, იმის ნაცვლად, რომ ტალღები უშუალოდ მთვარის ქვემოთ მოექცნენ, ისინი ოდნავ წინ არიან ორბიტალურ გზაზე.
ეს გამოწვეულია დედამიწის ბრუნვისა და მის გარშემო მთვარის ბრუნვის ერთობლივი ეფექტებით.
სხვათა შორის, მთვარე ნელ-ნელა შორდება დედამიწას.
და ეს ენერგია მთვარის აჩქარებისთვის საიდანღაც ხომ უნდა მოდიოდეს, და ეს "საიდანღაც" არის თავად დედამიწა:
დღითი დღე, დედამიწა ნელდება და გარდაქმნის თავის ბრუნვის ენერგიას მთვარის ორბიტალურ ენერგიად.
ხოლო, რაც ნელდება დედამიწა, დღის ხანგრძლივობაც იზრდება.
მთვარე რომ გაქრეს, ეს პროცესი არ შეიცვლება, მაგრამ არ გაგრძელდება.
ეს შეიძლება იყოს ან არ იყოს კარგი, იმისდა მიხედვით, თუ რამდენ საათიანი სამუშაო დღეა თქვენთვის მისაღები.

• რას იტყოდით სეზონებზე?

დედამიწის ღერძი დახრილია და ეს დახრილობა შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში.
არა უშავს, ყველა პლანეტა ამას გადის; არც ისე დრამატულია.
მაგრამ, დრამატული არის ის, როდესაც ეს დახრილობა სწრაფად იცვლება.
რა მოხდება, ანტარქტიდა 24 საათის განმავლობაში პირდაპირ მზისკენ რომ იყოს მიმართული, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა მუდმივ სიბნელეში ჩაიძიროს?
და, რამდენიმე ასეული ათასი წლის შემდეგ ყველაფერი ისევ თავდაყირა რომ დადგეს?
ჩვენი სეზონების გრძელვადიან კანონზომიერებას შესაძლოა მთვარეს უნდა ვუმადლოდეთ.
ღერძის ასეთი გიჟური ტემპით დახრა ხდება მზის სისტემის შორეულ ობიექტებთან რეზონანსების ან სამწუხარო ურთიერთქმედების გამო.
მაგალითად, დავუშვათ, რომ ერთ დღეს მისივე ორბიტაზე დედამიწის ღერძი მზის საპირისპიროდ შემობრუნდა და ამავდროულად იუპიტერიც ამ მიმართულებითაა წარმოდგენილი.
და ვთქვათ, ეს ხდება პერიოდულად.
ყოველ ჯერზე, როდესაც დედამიწის ღერძი და იუპიტერი ერთმანეთს ემთხვევა, ისინი განიცდიან ულტრა დაბალ გრავიტაციულ მიზიდულობას.
თავიდან არაფერია, მაგრამ მილიონობით წლის განმავლობაში ეს შეიძლება გართულდეს და სანამ შევამჩნევთ, წლების განმავლობაში დაგროვებულ ამ ძალებს დედამიწა ბლინივით ამობრუნებული ექნება.
რაც ამ ყველაფერს ასტაბილურებს, არის მთვარე:
ის მართლაც ძალიან დიდია (ყოველ შემთხვევაში დედამიწასთან შედარებით) და საკმაოდ სწრაფად ბრუნავს ჩვენს გარშემო.
მთელი ეს იმპულსი (ბრუნვის ენერგია) ხელს უშლის სხვა პლანეტებს, რომ დედამიწას რაიმე ღერძული მავნებლობა გაუკეთონ.
მთვარე შეიძლება რეალურად გვაზიანებდეს გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ანელებს ჩვენს მოძრაობას.
მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მილიარდი წლის პრობლემაა და თუ მთვარე ხვალ გაქრება, ჩვენი სეზონები კვლავ იქნებიან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, რადგან სეზონურობას განაპირობებს მზე, რომელიც ჯერ ისევ ადგილზეა.
ცხადია მთვარის გაქრობა უდიდესი უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება დედამიწისთვის, თუმცა სეზონურ ცვალებადობაზე ზემოქმედება დაუყოვნებლივ არ მოხდება.
მაშ, მოქცევის თითქმის არ არსებობის მიღმა, შევნიშნავდით მთვარის არ ყოფნას?
რა თქმა უნდა, შევნიშნავდით, რადგან ჩვენი პლანეტის ლამპიონი ჩაქრება.
თუ ბოლომდე მოხვედი -💙
მომზადებულია ასტროფიზიკოს პოლ სატერის სტატიაზე დაყრდნობით. 
4