რეჟისორი სემ რაიმი ტობი მაგუაიერის "ადამიანი-ობობის" მეოთხე ნაწილის გადაღებაზე საუბრობს

13
Spider-Man: No Way Home-ის წარმატების შემდეგ,   ადამიანი-ობობას პირველი ტრილოგიის რეჟისორი,  სემ რაიმი პოტენციურ მეოთხე ფილმზე საუბრობს. 
როგორც ვიცით, Marvel-ის ბოლო ბლოგბასტერმა Spider-Man-ის კინემატოგრაფიულ ისტორიაში არსებული სხვადასხვა გმირები გააერთიანა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - 3 პიტერ პარკერი, ტომ ჰოლანდის, ტობი მაგგუაიერისა და ენდიუ გარფილდის შესრულებით. მულტივერს სამყაროში აღმოჩენილი ლეგენდარული ფიგურების ერთად ნახვამ ფილმს სენსაციური წარმატება მოუტანა, შესაბამისად განახლდა გულშემატკივართა ინტრესი ძველი ფილმების მიმართ (ტობისა და ენდრიუს მონაწილეობით).
ფანებთან ერთად, როგორც ჩანს, მომავალი პოტენციური პროექტით დაინტერესუბულია სემ რაიმიც. 
"ერთი იოტითაც არ შემცირებულა ამ გმირის მიმართ ჩემი სიყვარული" - აღნიშნა რეჟისორმა ჟურნალ "Rolling Stones"-თან ინტერვიუში. 
"იგივე გარემოებები მაფერხებს, რომლებიც მაშინ: უნდა თუ არა ტობის ამის გაკეთება? აქვს თუ არა მას პერსონაჟთან ემოციური კავშირი? დარჩა თუ არა ღირსეული ბოროტმოქმედი სიუჟეტის განსავითარებლად? - უამრავი კითხვაა, თუ მათზე პასუხს მივიღებ ტობისგან, დიდი სიამოვნებით შევუდგები საქმეს" 
მნიშვნელოვანია, რომ მეოთხე ნაწილის გადაღების ნაწილი 2012 წელს შედგა, თუმცა პროდუქციამ ის გააუქმა. 
"რეალური მიზეზი ის გახლდათ, რომ ვადაში ვერ ჩავეტიე, მეოთხე და ბოლო ნაწილი მინდოდა იდეალური ყოფილიყო, მაგრამ საინტერესო სცენარის შედგენა და სიუჟეტის განვითარება ვერ მოვახერხე, ამიტომ Sony-ის თავად ვუთხარი, რომ ნაკლებად კარგი ფილმის გადაღებას, საერთოდ არ გადამეღო მერჩივნა" - სემ რაიმი 2013 წელს "Vulture"-ის ინტერვიუში. 
ჯერ-ჯერობით დადასტურებული არაფერია, თუმცა ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა სრულიად მსოფლიოსთვის ისეთივე სასიხარულო იქნეა, როგორიც კინოთეატრებში "Spider-Man: No Way Home"-ის გამოჩენა იყო.
13