როგორც ჩანს, მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელ სოკოს ანტიდოტი აქვს

5
მსოფლიოში სოკოებთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 90% სწორედ ამ სოკოზე მოდის 🍄😵
• მიუხედავად ამისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რატომ არის იგი ასეთი ლეტალური.
ეს ფაქტი კი ოდნავ ართულებს მისი ტოქსიკური ეფექტების თავიდან აცილების გზების აღმოჩენას.

მეცნიერებმა ახლახან მიაგნეს ნივთიერებას, რომელიც შეიძლება იყოს ანტიდოტი ცნობილი მომაკვდინებელი სოკოს, Amanita phalloides-ით (შხამასოკო) გამოწვეული მოწამვლისთვის.
მეტიც, ნივთიერება დამტკიცებულია აშშ-ს საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოს (FDA) მიერ და გამოიყენება როგორც სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოსახულების საღებავი.
ჩინეთის უნივერსიტეტში, კვლევაზე მომუშავე ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ქიმიკოსები გუოჰუი ვანგი და ციაოპინგ ვანგი, ახლახან აჩვენა, რომ ამ ქიმიურ ნივთიერებას შეუძლია შეამციროს სოკოს ტოქსინის, α-ამანიტინის აქტივობა ადამიანისა და თაგვის უჯრედულ ხაზებში, რაც ეფექტურად ბლოკავს α-ამანიტინს, რომელიც იწვევს უჯრედების სიკვდილს.
შხამსოკო თავდაპირველად ევროპაში საზრდოობდა, თუმცა ამჟამად მათი მოძებნა მთელ მსოფლიოში შეიძლება.
მას აქვს მიმზიდველი ვიზუალი და ძალიან ჰგავს სხვა საკვებ სოკოებს.
ჭამისას, სოკო არ ავლენს ტოქსიკურობის ნიშნებს, რაც აადვილებს ლეტალური დოზის მიღებას.ჭამიდან რამდენიმე საათის შემდეგ, პაციენტს შეიძლება გამოუვლინდეს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სიმპტომები, რომლებიც ერთ-ორ დღეში ქრება და ქმნის ცრუ შთაბეჭდილებას, თითქოს ყველაფერი კარგადაა.
ცხადია, ყველაფერი რიგზე არ არის.
მიღების შემდეგ, სოკოს ტოქსინები უტევენ ღვიძლს, რაც იწვევს სიმპტომებს, რომლებიც მიუთითებს ორგანოს მძიმე დაზიანებაზე.
სამედიცინო ჩარევის გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში კი, გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, ტოქსინებმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის და ზოგჯერ თირკმლის უკმარისობა, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს სიკვდილს.
რაც შეეხება ანტიდოტს, მან კვლევის რამდენიმე ეტაპი უკვე გაიარა, თუმცა საჭიროა და იგეგმება კიდეც შემდგომი კვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს, თუ როგორ აფერხებს მწვანე ინდოციანინი(შესაძლო ანტიდოტი) α-ამანიტინს და შეფასდეს, რამდენად უსაფრთხოა მისი გამოყენება ადამიანებზე.
facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
5