როგორ დავამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია?

7
გქონიათ შემთხვევა, როდესაც ადრესატამდე თქვენი სათქმელი ვერ მიგიტანიათ ან საზოგადოების მხრიდან სხვაგვარად ყოფილა აღქმული?
ალბათ, ხშირად, რადგან ძირითადად ჩვენ ვგულისხმობთ ერთს, მაგრამ გამოვთქვამთ მეორეს. იმისთვის, რომ თავიდან ავიცალოთ ე.წ. მისკომუნიკაციები და ყოველთვის შევძლოთ ჩვენი აზრისა თუ იდეის სწორად გაჟღერება მე გთავაზობთ მცირე რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - ეფექტური კომუნიკაციის უნარის განსავითარებლად.

ეფექტური კომუნიკაციის 93% დამოკიდებულია არავერბალურ ურთიერთობაზე, 7% კი - ვერბალურზე. სწორედ ამიტომ მთავარი და უპირობო რჩევაა, რომ გაითვალისწნოთ და აკონტროლოთ ე.წ. სხეულის ენა. თუკი ჩვენ ვერბალურად გადმოვცემთ სხვას, მაგრამ ამ ყველაფერს სხეული ავტომატურად არ იმეორებს, ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდი საშიშროებაა იმისა, რომ ეფექტური კომუნიკაცია ვერ დამყარდეს.

ასევე, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად საჭიროა მაქსიმალური გულწრფელობა. იმისთვის, რომ გაიგოთ რამდენად გულწრფელი მოსაუბრე ხართ თავად, ან თქვენი ადრესატი, მე გთავაზობთ მცირე ინფორმაციას "ქუდების" შესახებ, რომელიც გულისხმობს თავდაცვით მექანიზმებს და გვატყობინებს გულწრფელობის ნაკლებობის შესახებ:

1. დეტექტივის ქუდი - უკვირდება დეტალებს, პარტნიორს უჩენს არაკომფორტულობის შეგრძნებასა და თავდაცვის სურვილს;
2. სერჟანტის ქუდი - ელოდება სხვებისგან დამორჩილებას, გასცემს ბრძანებებს;
3. ფლორისტის ქუდი - ეშინია პრობლემებზე საუბრის, ლაპარაკობს არაპირდაპირ და ოპტიმისტურად;
4. გურუს ქუდი - გამოხატავს ბრძნულ, გამოუსადეგარ აზრებს;
5. ჯალათის ქუდი - ყოველთვის აბრალებს ყველაფერს სხვას;
6. ილუზიუნისტის ქუდი - აცხადებს, რომ პრობლემა აბსოლიტურად არ არსებობს;
7. ასტროლოგის ქუდი - წინასწარ პროგნოზებს აკეთებს.

თუ თქვენი თავი ამოიცანით რომელიმე ქუდის ქვეშ, ან თქვენი თანამოსაუბრე, მაშინვე გაიხსენეთ, რომ გაკლიათ გულწრფელობა, "განიარაღდით" და ესაუბრეთ ადრესატს ღიად, იმისთვის რომ კომუნიკაცია თქვენ შორის წარმატებით შედგეს.


ახლა კი, მცირედ იმ მეთოდების შესახებ, რომლებიც კომუნიკაციას ანგრევს:
• განსჯა (პოზიტიური/ნეგატიური);
• ბრძანებები;
• ჭკუის სწავლება;
• დამუქრება;
• დახურული კითხვები;
• ყურადღების გაფანტვა;
• ლოგიკური არგუმენტების მოყვანა.

გახსოვდეთ, რომ კომუნიკაცია არ ყალიბდება, როცა:
♦ არ ვახმოვანებთ, რასაც ვგულისხმობთ;
♦ არ განვიცდით თანაგრძნობას;
♦ არ გვესმის, რომ ყველა ადამიანი სიტყვებში სხვადასხვა შინაარსს დებს;
♦ ყურადღებას არ ვაქცევთ ნამდვილ გრძნობებს;
♦ არ ვუსმენთ, რადგან პასუხებზე ვფიქრობთ.


ამრიგად, ეფექტური კომუნიკაციის დამაყრება არც ისე მარტივია, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით გულწრფელები და თანაგრძნობით განწყობილნი, მაშინ ნამდვილად შევძლებთ ჩვენი საქთმელი აბსოლიტური სიზუსტით მივიტანოთ ადრესატამდე და ჩვენც კარგად გავიგოთ რას ფიქრობენ სხვები. წარმატების ძალიან დიდი ნაწილი ნებისმიერ პროფესიაში სწორედ, რომ ეფექტურ კომუნიკაციაზეა დამყარებული. ამიტომ ნუ გადადებთ ამ უნარის განვითარებას ხვალისთვის, რადგან წარმატება დავიწყოთ დღეს!


7