როგორ დავესწროთ საქართველოს ნაკრების მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე?

8
26 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
ქვეყნის ნაწილი ცდილობს გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს და ნაკრებს უგულშემატკივროს. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ საუკეთესო ფრენებისა და ბილეთების ალტერნატივას, შედარებით ბიუჯეტურ ფასად.
თარიღები:
  • საქართველო - თურქეთი, დორტმუნდი - 18 ივნისი;
  • საქართველო - ჩეხეთი, ჰამბურგი - 22 ივნისი;
  • საქართველო - პორტუგალია, გელზენკირხენი - 26 ივნისს.
მიუხედავად იმისა, რომ ვიზეარი არის ბიუჯეტური კომპანია და, ამასთანავე, საქართველოს ავიაღაზებმა დანიშნა ჩარტერული რეისები სპეციალურად ამ დღეებისთვის, მოცემულ ეტაპზე ფრენების საუკეთესო ფასი ავიაკომპანია ლუფთანზას აქვს. ტარიფები 800-1000 ლარიდან იწყება ქალაქების მიხედვით. 
რაც შეეხება თამაშის ბილეთებს, ბილეთების გაყიდვა უეფას ოფიციალურ საიტზეიქნება შესაძლებელი, როგორც ცნობილია ფასები 30-400 ევროს შორის მერყეობს.
მოცემული დროისთვის ბილეთები საერთაშორისო გადამყიდველების საიტზე დევს - viagogo.com. განსხვავებით ქართული ბაზრისგან, აქ სანდოობა მეტია. ფასები კი 600 ლარიდან იწყება.
8