როგორ დაიწყო ჩემთვის 2022 წელი

ByGeorgia
9
შუადღემშვიდობისა ! დღეს მინდა შემოგთავაზოთ ბლოგი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, თუ ჩემთვის პირადად როგორ დაიწყო ახალი 2022 წელი , იმედი მაქვს, რომ აუდიტორიისთვის ერთობ საინტერესო იქნება და ასევე მოტივაციას კიდევ უფრო მეტად აუმაღლებს. მართალია, ცოტათი კი დამიგვიანდა ესეთი ბლოგის დაწერა, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ როცა ბლოგის დაწერა გინდა მთავარია, საინტერესო თემა იყოს აუდიტორიისთვის და მეც ვფიქრობ, რომ ჩემი პერსონალური ბლოგები, მართლაც რომ საინტერესო გახდა ამ აუდიტორიისთვის, რაც მე პირადად ძალიან მომწონს და მახარებს.
მოკლედ დავიწყებ იმით, რომ 2022 წელი ჩვეულებრივად დაიწყო ახალი მიზნების დასახვით და ასევე ახალი სამომავლო გეგმების დასახვითაც. სიახლეები ეგრევე არ წამოსულა ჩემს ცხოვრებაში ამ 2022 წლის დასაწყისში, რადგან მაინც ყველა როგორც მე ანთებული თვალებით და დიდი შემართებით ვიყავით დაკავებულები, თუ რა იქნებოდა ჩემი და ასევე დანარჩენი საზოგადოებისთვის 2022 წლის მიზნები და გეგმები <3 მაგრამ სადღაც ასე ამ თვის შუა რიცხვებიდან წამოვიდა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები, ეს ეხება საზღვარგარეთ მაგისტრატურას, ორმა უნივერსიტეტმა, რომელიც ჩევნინგის აპლიკაციაში მქონდა მითითებული ეს უნივერსიტეტებიც მსურს გაგიზიაროთ არიან ბრუნელის უნივერსიტეტი და კოვენტრის უნივერსიტეტი, შემომთავაზეს ადგილი უნივერსიტეტში ჩასარიცხად, მართალია მე ამით ძალიან გახარებული ვიყავი, მაგრამ ასევე ცოტათი დავიბენი კიდევაც, რადგან ამ უნივერსიტეტების გარდა კიდევ ორ უნივერსიტეტს აქვს ჩემთვის შემოთავაზებული ადგილი, გლაზგოს უნივერსიტეტი და ჩემთვის ფავორიტი უნივერსიტეტი ნოტინგემის ტრენტის უნივერსიტეტი <3. ალბათ დამეთანხმებით, რომ მართლაც არაჩვეულებრივი სიახლეებია და მეც კიდევ მეტად მომეცა იმის მოტივაცია და სტიმული, რომ არ დავნებდნე და ბოლომდე მივაღწიო ჩემს დასახულ მიზანს და საბოოლოოდ უკვე დასრულდეს იმით, რომ უკვე ბლოგები ინგლისადან, რომ შემოგთავაზოთ <3 .ვაპირებ ასევე იუთუბის არხი გავაკეთო, სადაც უკვე ვიდეოების სახით გაგიზიარებთ ხოლმე ჩემს შთაბეჭდილებებს ჩემს სამომავლო სიახლეებთან დაკავშირებით <3 
მთავარი სიახლე კიდევ მელოდება და ეს გახლავთ ჩევნინგის დაფინანსების საკითხი, სულმოუთქმენლად ველოდები სიახლეებს და როცა უკვე მეცოდინება პასუხი მსურს, რომ ჩემი ემოციები და მოლოდინები კვლავ გაგიზიაროთ, რათქამუნდა თუ თქვენთვის იქნება საინტერესო <3 
კომენტარებში დამიწერეთ თქვენი აზრი , თუ როდესაც უნივერსიტეტის არჩევაზე მიდის საქმე და მართლაც ჩემთვის ორივე უნივერსიტეტი, რომელიც ემთხვევა ჩემს კარიერულ მიზნებს ვგულისხმობ ნოტინგემის ტრენტის უნივერსიტეტი და კოვენტრის უნივერსიტეტი ყურადღება კიდევ რაზე გარდა საგნებისა და ადგილმდებარეობისა, კიდევ რაზე შეიძლება გავამახვილო ყურადღება, რომ საბოლოო არჩევანის გაკეთება გამიადვილდეს ? <3 
სასიამოვნო და პროდუქტიულ კვირას გისურვებთ, მთავარია, რომ ყველანი ჯანმრთელები ვიყოთ.
ByGeorgia
9