როგორ მართეს ზებგერითი თვითმფრინავი, რათა დაბნელებაზე დაკვირვება გაეხანგრძლივებინათ

4
ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დაბნელება. 
1973 წელს, მეცნიერებმა ზებგერითი კონკორდის გამოყენებით, სრული დაბნელების ხანგრძლივობა 74 წუთამდე გაზარდეს ✈️👏🏼
✦ მათ თითქმის ისეთივე სისწრაფე განავითარეს, რა ტემპითაც მთვარის ჩრდილი მოძრაობდა დედამიწაზე.
მზის სრული დაბნელების დროს მთვარის ჩრდილში ფრენა საკმაოდ აქტუალური თემაა და ამას მოახლოებულ დაბნელებას უნდა ვუმადლოდეთ.
Livescience-ს თანახმად, ავიაკომპანიებმა უკვე დაგეგმეს და ბილეთებიც კი ამოყიდეს, რომ მგზავრები მთვარის ჩრდილთან სინქრონში ამოგზაურონ.
მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Delta-ს, JSX-ის ან United Airlines-ის ბორტზე!
ესენი გახლავთ ავიაკომპანიები, რომლებიც მგზავრებს ტეხასიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ რეისებს სთავაზობენ, ანუ მთვარის ჩრდილის მსვლელობის მიმართულებით, თუმცა ვერც ერთი შეძლებს იმის გამეორებას, რაც კონკორდ 001-მა გასულ საუკუნეში (1973) შეძლო.
მაშინ, ეს სამგზავრო ზებგერითი ავიახომალდი უშუალოდ მთვარის ჩრდილის გადაადგილების სისწრაფითა და ტრაექტორიით მოძრაობდა, რის გამოც მასში მსხდომებმა 74 წუთის განმავლობაში შეძლეს მოვლენაზე დაკვირვება.
ხოლო, ხმელეთზე მყოფებს მხოლოდ 7 წუთი და 4 წამი ჰქონდათ ამ მოვლენაზე დასაკვირვებლად.
აწ უკვე ექსპლუატაციიდან გამოსულ კონკორდზე 7 მეცნიერი იმყოფებოდა: საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან.
იმ დროისთვის მსოფლიოს უსწრაფესი ავიახომალდი 17 000 მეტრის სიმაღლეზე, 2200 კმ/სთ-ით დაფრინავდა მაშინ, როდესაც მთვარის ჩრდილი 2400 კმ/სთ-ით მოძრაობდა.
ხომალდი Concorde 001 სპეციალურად ამ მოვლენისთვის და მასში მსხდომი მეცნიერებისთვის იყო მოდიფიცირებული: ხომალდის თავზე განლაგებული იყო ილუმინატორები სათვალთვალო აღჭურვილობისთვის.
ულტრა ხანგრძლივმა დაბნელებამ მეცნიერებს საშუალება მისცა შეესწავლათ მზის გვირგვინი, მისი ქრომოსფერო და მზის სინათლის ინტენსივობა დედამიწის ატმოსფეროს დიდ ნაწილზე.
• კონკორდმა მზის დაბნელების მიმართულებით ბოლო ფრენა 1999 წელს შეასრულა.
2000 წლის 25 ივლისს, Air France-ის კონკორდმა აფრენისთანავე კატასტროფა განიცადა, რის შემდეგაც 2001 წლის 21 ივნისს დაგეგმილი "დაბნელების ფრენა" გაუქმდა.
მაშინ, ხომალდის ბორტზე 109 მგზავრი იმყოფებოდა და ყველა მათგანი დაიღუპა, პლუს ხმელეთზე მყოფი 4 ადამიანი.
ბოლო წლების დაბნელებისას, ყველაზე წარმატებული ფრენა იყო E-Flight 2019-MAX-ი, რომელმაც დაბნელების ხანგრძლივობა 9 წუთამდე გაზარდა, 2019 წლის 2 ივლისს.
ბორტზე 43 "მთვარის ჩრდილზე მონადირე" იმყოფებოდა და ერთი ბილეთის ღირებულება 6750 დოლარს შეადგენდა.
დაბნელების ცნობილი ვიდეო კადრები, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდება, სწორედ ამ ბორტიდანაა გადაღებული.
IMAGE: Grant Faint / LIVESCIENCE
4