როგორ მოვემზადოთ ეფექტური საჯარო გამოსვლისთვის?

6
შიში, დაბნეულობა, არსაიდან მოსული შავი აჩრდილები, კანკალი, თავბრუს ხვევა, გულის გაუთავებელი ბაგა-ბუგი, ბაგეებიდან ვერ გაცოცხლებული სიტყვები ... დიახ, ეს იმ სიმპტომებისა და შიშების მცირე ჩამონათვალია, რაც საჯაროდ გამოსვლის წინ ადამიანთა უმრავლესობას გვაიძულებს მივატოვოთ ტრიბუნა და ჩვენი აზრების გაუჟღერებლად დავბრუნდეთ საკუთარ ადგილს! რატომ? პასუხი თან ძალიან მარტივი, თან კი ერთობ ბუნდოვანია: საჯაროდ მეტყველება გავრცელებულ შიშებს შორის მუდმივად იკავებს საპატიო ტოპ-ხუთეულში თავის კუთვნილ ადგილს. მაგრამ განა ღირს ეს შიშები, იმად, რომ ჩვენი ხმა ვერ გამოთქმული აზრების საცავში გამოვკეტოთ? რა თქმა უნდა, არა! ამიტომაც თუ ამ სტატიას ბოლომდე მივყვებით ერთად აღმოვაჩენთ, როგორ ვუთხრათ - "სილენსიო ბრუნო" ჩვენ შიშებს და დავიწყოთ ამეტყველება ხალხის წინაშე.

1. პირველი, უპირობო რჩევა, არის მუდმივი პრაქტიკა და მომზადების პროცესი. ეცადეთ ხალხის წინაშე წარდგომამდე მოამზადოთ სიტყვის მონახაზი და მისი გამოყენებით ივარჯიშოთ. მაგალითად, ამისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა მეტყველება სარკის წინ. წარმოიდგინეთ, რომ სარკის უკან გიცქერთ და გისმენთ თქვენი აუდიტორია და ივარჯიშეთ იქამდე, სანამ კმაყოფილების განცდა არ დაგეუფლებათ. იმისთვის, რომ მიაღწიოთ სასურველ შედეგს ნუ დაელოდებით ხვალინდელ დღეს, დაიწყეთ პრაქტიკა და ვარჯიში დღეს !
2.აუდიტორიის შეცნობა- სასურველია წინასწარ შეიცნოთ თქვენი აუდიტორია, რადგან იცოდეთ რა ტიპის მასალა მიაწოდოთ და როგორი ფორმით. საჭიროა გაითვალისწინოთ ასაკობრივი თავისებურებები და მსწავლელთა ტიპები, რომელზეც უფრო ვრცლად შემდეგ სტატიაში ვისაუბრებ. ამ ინფორმაციების გამოყენება, დაგეხმარებათ, რომ თქვენი გამოსვლა აუდიტორიის საჭიროებების გათვალისწინებით წარმართოთ. რაც უფრო უკეთ ვიცნობთ ჩვენ მსმენლეს, მით უფრო მარტივად შეგვიძლია მათ გულებამდე მისვლა!

3.ჟესტები, ინტონაცია - სასურველია საჯაროდ გამოსვლის დროს გამოიყენოთ ე.წ. "სხეულის ენა", თუმცა ხშირად სხვადასხვა ჟესტების ხელოვნურად გამოყენება, ჩვენ მიზანს აუფერულებს და მსმენელს ღლის. ამიტომ მთავარია გულწრფელად საუბრობდეს თქვენი სული და მას სხეულიც თანმიმდევრულად აჰყვება. ეცადეთ გულისა და ტვინის ერთობლივი ნააზრევი გადასცეთ აუდტორიას.
4.სტრესის კონტროლი- ხშირად ჩვენი ემოციური არასტაბილურობა ან სიმძიმე აუდიტორიაზეც მარტივად გადადის, ამიტომ ეცადეთ აკონტროლოთ სტრესი, მაგალითად გამოსვლის წინ, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, მიირთვით ერთი ჭიქა წყალი და წარმოიდგინეთ ემოციები, რომლებიც დაგეუფლებათ თქვენი სიტყვის დასრულების შემდეგ მსმენელის აღტაცებული და კმაყოფილების განცდით აღსასვსე კომენატრების მოსმენისას.
5. აუდიტორიასთან კავშირი- ეს რჩევა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი რეკომენდაციაა. ეს არის საიდუმლო კოდი, გასაღები. აუდიტორია გრძნობს თქვენ გულწრფელ დამოკიდებულებას, ამიტომ გაუზიარეთ თქვენ მსმენელს რეალური, ნამდვილი ემოციები, წრფელი აზრები და რაც მთავარია გედოთ მათ მაჯის ცემაზე ხელი, რათა იცოდეთ როგორ გაააერთიანოთ მათი და თქვენი ტვინები!


და ბოლოს, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი ხმა სამყაროსთვის ღირებულია! თქვენი გამოსვლა, სხვისი ცხოვრების დიდ ცვლილებას შეიძლება უდრიდეს! ასე, რომ დაამსხვრიეთ ყველა შიშის ოთახი, გააძევთ ბოროტი მონსტრები და დაიწყეთ ხმამაღლა საუბარი! თქვენ ღირებული ხართ! თქვენი ხმა მნიშვნელოვანია ! საჯაროდ გამოსვლა არის შესაძლებლობა და არა სასჯელი!
6