როგორ შევადგინოთ პროფესიონალური CV და რეზიუმე?

10
რომელიმე ვაკანსიაზე ან საგანმანათლებლო პროგრამის კონკურსებში მონაწილეობის მიღება იწყება CV რეზიუმეს გაგზავნით. სწორედ აღნიშნულ დოკუმენტის გაგზავნა წყვეტს აღნიშნულ კონკურსებში ჩვენს სამომავლო ბედს. უნდა ვეცადოთ, რომ CV/რეზიუმე პროფესიონალურ დონეზე იყოს შესრულებული რათა ჩვენი დოკუმენტაციის განმხილველისგან დადებითი შეფასება მოვიპოვოთ, რაც შემდგომ იქნება გასაუბრებაზე დაბარების წინაპირობა.
კვლევები აჩვენებს რომ, მცირე დეტალებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა დოკუმენტების შემფასებლისგან დადებითი განწყობის მოსაპოვებლად.
თუ თქვენს მიერ შედგენილ  CV/რეზიუმეში ჩანს დეტალებზე ორიენტირებულობა და დამკვიდრებული სტანდარტებს მორგებულია, მაშინ წარმატების დიდი შანსი უკვე არსებობს.
პირველ რიგში განვიხილოთ რა განსხვავება  CV ს და რეზიუმეს შორის?
რეზიუმე - არის ერთი ან მაქსიმუმ ორ გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ძირითად ინფორმაციას თქვენი პროფესიული გამოცდილების, განათლებისა და უნარების შესახებ.
CV (Curriculum Vitae) - არის უფრო ვრცელი დოკუმენტი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერს თქვენს განათლებას, განვლილი კურსებს, განათლების სფეროში მიღებულ და ხარისხებს.  ამასთან, რეზიუმე გამოიყენება სამუშაოს საძიებლად, ხოლო CV - აკადემიური მიზნებისთვის (მაგალითად: საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობისთვის და სხვადასხვა საუნივერსიტეტო სტიპენდიების მოსაპოვებლად).
თუმცა უმეტეს შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილი (მათ შორის დამსაქმებლები) ორივე დოკუმენტს ერთნაირად აღიქვამს.
CV/რეზიუმეს შედგენისას არსებობს ზოგადი წესები რაც ორივეს შემთხვევაში გამოსადეგია სწორედ აღნიშნულ სტატიაში განვიხილავ ხსენებულ დეტალებს.
1.  ფაილს უნდა ეწეროს ჩვენი სახელი და გვარი
მაგალითად : „CV_მარიამ ისპირიანი” / „რეზიუმე_მარიამ ისპირიანი“ - აღნიშნული დეტალით დამსაქმებელს ამცნობთ თუ რა დოკუმენტაციას ხსნის და ვის ეკუთვნის აღნიშნული ფაილი.
2.  დოკუმენტის წერისას არ არის საჭირო CV/რეზიუმეს  გავუკეთოთ სათაური
„CV/რეზიუმე“ მსგავსი სათაურით დოკუმენტის დაწყება არ არის მისაღები - დოკუმენტი უნდა იწყებოდეს ჩენი სახელით და გვარით
3. CV/რეზიუმეში ში ინფორმაციას არ გადმოვცემთ პირველი პირით
მაგალითად: „მე აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობისას მიწევდა ღონისძიებების ორგანიზება და ა.შ“
"მე ვარ ავტორი ნაშრომის"...
4. CV  და რეზიუმეს შედგენისთვის პლატფორმები
CV/ რეზიუმეს შედგენისთვის უამრავი პლატფორმა და დიზაინი არსებობს.
თუ გჭირდებათ CV  საზღვარგარეთ უნივერსიტეტში- სასტიპენდიო პროგრამებზე ან პროექტებზე გასაგზავნად გამოიყენეთ შემდეგი პლატფორმა: https://europa.eu/europass/en
აღინშნულ პლატფორმაზე შედგენილი CV ყველა უნივერსიტეტისთვის მისაღებია.
ამასთან ამ პლატფორმაზე თქვენს მიერ შეყვანილი ინფორმაცია ინახება და თქვენი სივის განახლება და ინფორმაციის დამატება ან შემოკლება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
CV/რეზიუმეს ფორმატი შეგიძლიათ ვორდის ფაილშიც გააკეთოთ file - - new - -  New Resume Samples და იხილავთ ბევრ შაბლონის ფორმატს ;)) ან უბრალოთ თქვენ  თვითონ აკრიფოთ ვორდის ფაილში, დიზაინის შერჩევის გარეშე...
Canva - პლატფორმა CV/ რეზიუმეს შედგენისათვის და არამხოლოდ... https://www.canva.com/resumes/templates/
გახსოვდეთ რომ არ არის საჭირო ხაზებითა და ჩარჩოებით ინფორმაციების გამოყოფა.
5. ფოტო სურათი
საზოგადოების ნაწილი /თვლის რომ CV და რეზიუმეში ფოტოსურათი არ უნდა ჩავსვათ, მაგრამ, ეს თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.  იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი გვთხოვს ფოტო სურათით რეზიუმეს გადაგზავნას  ამ შემთხვევაში გაითვალისიწინეთ შემდეგი რჩევები:  არ ვაგზავნით სელფს, მხარჩამოჭრილ ფოტოს, ბანკეტის ფოტოს, ფოტოს დიდი სამკაულებით, გადატვირთული მაკიაჟით და ა.შ. ვგზავნით სადა ფოტოს, სადა ფონით, მომღიმარი ჰაბიტუსით. ამასთან არ უნდა ჩანდეს ხელის მტევნები.
ფოტოს სწორად განსაზღვრისთვის გამოიყენეთ შემდეგი ხელსაწყო. აქ მყოფი პროფესიონალები შეაფასებენ რამდნად შესაფერისია აღნიშნული ფოტო CV/რეზიუმესთვის, ლინკდინისთვის და ა.შ. https://www.photofeeler.com/
6. CV რეზიუმეში ინფორმაციის გადმოცემის თანმიმდევრობა
• დაბადების თარიღი
• საცხოვრებელი მისამართი
• ტელეფონის ნომერი - შეგიძლიათ მიუთითოთ მაქსიმუმ 2 ნომერი

• ელ-ფოსტა -უმჯობესია თუ გექნებათ Gmail ან Yahoo ანგარიშები

• კარგი იქნება თუ CV სა და რეზიუმეში მივუთითებთ LinkedIn პროფაილის ლინკს, რაც დასაქმების შესაძლებლობას 70%-ით ზრდის

შემდეგი გრაფა დაეთმობა სამუშაო გამოცდილებას - ყველაზე ახლდან ჩავდივართ ძველისკენ...
• ჯერ ვწერთ 2023,
• შემდეგ 2022,

• 2021 და ა.შ.

როგორც წესი რეზიუმეში ვწერთ ბოლო 5 წლის გამოცდილებას, ამასთან ეს გამოცდილება უნდა ეხებოდეს იმ პროფესიულ მიმართულებას რა ვაკანსიაზეც ვაგზავნით. მაგალითად თუ ვაგზავნით იურისტის ვაკანსიაზე არ უნდა შევიყვანოთ ინფორმაცია ისეთი სამუშაო გამოცდილების შესახებ როცა ვიყავით პროექტების კოორდინატორი, ან  ფინანსისტი. დამსაქმებელს აინტერესებს კონკრეტულ ვაკანსიის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.
იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება შეგიძლიათ სამუშაო გამოცდილების გრაფის მაგივრად ჩაწეროთ:
• "პროექტები და მოხალისეობრივი საქმიანობა" - გადმოსცეთ ინფორმაცია რომელიმე პროექტში როლის შესახებ, შესაძლოა იყავით მოხალისე ტრენერი, ანდ ასრულებდით რაიმე საქმიანობას.
• ამის შემდეგ უკვე ვწერთ განათლების გრაფას
გაითვალისწინეთ არც CV და არც რეზიუმეში არ ვწერთ საშუალო სკოლის დასახელებას. თუ ეს საშუალო საფეხური იყო რაიმე განსაკუთრებული სკოლა ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მოიხსენიოთ.
შემდეგი გრაფები დაეთმობა
· კურსები/ტრენინგები/კონფერენციები
აღნიშნულზე ჩამოთვლის იგივე წესი ვრცელდება რაც სამუშაო გამოცილების ჩამოთვლისას
· ენები
ვწერთ იმ ენებს რომელიც ვიცით მინიმუმ B1 (გაქცეულის მობრუნების დონე არცერთ დამსაქმებელს არ სჭირდება). მაგრამ, თუ სამსახური ითხოვს რომელიმე კონკრეტული ენის ცოდნას შეგიძლიათ მიუთითოთ ის ენაც დაბალი დონით, მაგრამ უნდა იყოთ განვითარების პროცესში და ეს საკითხი გასაუბრებაზეც აღნიშნოთ...
· საოფისე პროგრამები და არა კომპიუტერული პროგრამები
კარგია თუ მინიმუმ 3 პროგრამა გვეცოდინება MS Word, MS Excel და MS PowerPoint ის გარდა
საოფისე პროგრამების ცოდნის დონეს ვუთითებთ: საშულოდ, კარგად, ან პროფესიონალურად.
· ინტერესი/ჰობი
ვწერთ იმ შემთხვევაში თუ ვაკანსიის სპეციფიკიდან გამომდინარე საინტერესო იქნება აღნიშნული ინტერესების და ჰობის ხსენება.
· პიროვნული უნარ-ჩვევები
არაა სავალდებულო მაგრამ რამე განსაკუთრებულის ჩაწერა ცუდ არ იქნება.
· დამატებითი კვალიფიკაცია
მაგალითად მართვის მოწმობა... სხვა რაიმე უნარის შესწავლის აღნიშვნა და ა.შ....
7.  CV და რეზიუმესი ში არ ვწერთ:
• ორ მისამართს, ვწერთ მხოლოდ იმას რა მისამართზეც ვცხოვრობთ. არავის აინტერესებს იურიდიულად სად ვართ რეგისტრირებულები
• პირად ნომერს
• დაბადების ადგილს
• აშუალო სკოლის დასახელებას - (თუ განსაკუთრებული საშუალო სკოლა იყო ამას მივუთითებთ - მაგალითად კომაროვი და ა.შ.).

• სახლის ტელეფონის ნომერს

• მამის სახელს

• ოჯახურ მდგომარეობას

• ნათესავებს და მათ საკონტაქტოებს მაგ: დედა-ნანა ბერუაშვილი ფინანსისტი, მამა - ნუგზარ გორგიშელი ექიმი, ცოლი შვილები ..

• სამუშაო გამოცდილების გრაფაში არ ვწერთ მოვალეობების სრულ აღწერილობას, ხელფასის ოდენობას, და სამუშაოდან წამოსვლის მიზეზს.

• სამუშაო გამოცდილების გრაფაში არ ვწერთ მოვალეობების სრულ აღწერილობას, ხელფასის ოდენობას, და სამუშაოდან წამოსვლის მიზეზს.

• მოქალაქეობა (თუ საერთაშორისო მიზნებისთვის აგზავნით შეგიძლიათ ცალკეც მიუთითოთ, მაგრამ ეს ინფორმაცია მისამართის მითითების დროსაც ცხადია).

• ეროვნება

• სქესი

8. CV / რეზიუმეს გადაგზავნის ზოგადი წესები
· CV / რეზიუმე უნდა გავაგზავნოთ PDF ფაილად.
თუ ვორდის ფაილად გავაგზავნით დიდია ალბათობა იმის, რომ  ვორდის ფაილი ლათინური ასოებით გაიხსნას დამსაქმებელთან, ან საერთოდაც ვერ გაიხსნას რომელიმე კონკრეტული შრიფტი. (რადგან Gmail ი ავტომატურად აკონვერტირებს შრიფტს) გარდა ამისა ვორდის ჩამოტვირთვისას შესაძლოა ჩვენი სივი ვიზუალურად ისეთი ლამაზი და დახვეწილი აღარ იყოს.
ამიტომაც დააკონვერტირეთ აღნიშნული დოკუმენტი. დაკონვერტირებაში დაგეხმარებათ შემდეგი ხელსაწყოები:
3. რეზიუმეს ფორმატი შეგიძლიათ ვორდშიც დააკონვერტიროთ file - - export- -  PDF ---name --- Publish ….
· გასაგზავნად გამზადებული რეზიუმე მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული ვაკანსიას
თქვენი რეზიუმე დამსაქმებელს ხელში უჭირავს მხოლოდ 1, 5 წუთი და უნდა წააკითხოთ მხოლოდ ის ინფორმაცია რაც ვაკანსიას ჭირდება! შესაბამისად რეზიუმეში გადმოეცით ის უნარები და სამუშაო გამოცდილება რაც უკავშირდება ვაკანსიას. ამასთან CV/ რეზიუმე გადააგზავნეთ იმ ენაზე რა ენაზეც არის ვაკანსიის აღწერაში მოთხოვნილი.
· დამატებითი დოკუმენტების გაგზავნა
დიპლომები, რეკომენდაციები, სერტიფიკატები, მართვის მოწმობა და სხვა დამხმარე დოკუმენტები არ მიამაგროთ იმავე ფაილს. ეს ყველაფერი მოთხოვნის შემთხვევაში  ცალკე ფაილად  უნდა გაგზავნოთ.
მივაქციოთ ყურადღება სინტაქსურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს და კარგად გადავიკითხოთ გაგზავნამდე, თითოეულ ასოს შეუძლია შთაბეჭდილების მოხდენა
ამასთან არ დაგავიწყდეთ მეილის მისამართი გქონდეთ სოლიდური!
9. ოქროს წესები:
• CV უნდა განაახლოთ რეგულარულად ყოველი ვაკანსიაზე გაგზავნის წინ!
• გაგზავნამდე აუცილებლად გადაამოწმეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის სისწორე CV /რეზიუმეში (ტელ. ნომერი და მეილი).

10. მუდამ გახსოვდეთ:
სივის/რეზიუმეს  შედგენისას ყოველთვის გახსოვდეთ, თუ რა ინფორმაციაა საინტერესო მომავალი დამსაქმებლისთვის:
• ვინ ვართ
• რა გამოცდილება და უნარები გვაქვს
• რა ვიცით
პ.ს.. როგორც დასაწყისში ვახსენეთ, CV და რეზიუმე მცირედით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ გახსოვდეთ თუ რეზიუმეს ამზადებთ პირადი ინფორმაციის შემდგომ გადადით სამუშაო გამოცდილებაზე, ხოლო თუ CV ს პირადი ინფორმაციის შემდგომ გადმოეცით განათლება დეტალურად.
ავტორი: მარიამ ისპირიანი
10