როგორ შევქმნათ ლოგოსი?

9
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, საჯაროდ გამოსვლის შიშებისა და მოსამზადებელი ეტაპების შესახებ, დღეს კი შემოგთავაზებთ, ერთ-ერთ ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც ეწოდება ლოგოსი - ანუ შინაარსი. შესაბამისად სტატიის მთავარი მიზანია, მკითხველს შესაძლებლობა მისცეს დაეუფლოს ეფექტური ლოგოსის შექმენის ტექნიკებს. აქ განხილული რჩევები და ინფორმაციები დაგეხმარებათ არა მხოლოდ საჯაროდ გამოსვლის დროს, არამედ ნებისმიერი პრეზენტაციის წარდგენისას.

ლოგოსი (რას ვამბობ) შედგება სამი ძირითდი ნაწილისგან: თეზისი - არგუმენტი - დასკვნა. იმისთვის, რომ სამივე კომპონენტი გამართულად შევასრულოთ და ჩვენი თემა მსმენლისთვის ეფექტური იყოს საჭიროა ხუთი ნაბიჯის გავლა:

• Invento - გამოგონება (მთავარი თეზისი/მთავარი შეტყობინება); აუცილებელია ვიცოდეთ საით მივდივართ, რა არის ის ძირითადი სათქმელი, რაც გვინდა რომ ჩვენ მსმენელს ჩვენგან დარჩეს, რის გარშემო წარვმართავთ მთელ დისკურსსა და ანალიზს. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარებათ ეფექტური თეზისის შექმნაში.

• განლაგება - ფაქტები, არგუმენტები, სტატისტიკა. მას შემდეგ რაც თეზის შევქმნით, საჭიროა ვიზრუნოთ არგუმენტების მოძიებაზე. საუკეთესო რაოდენობა არგუმენტებისა არის 3-4, რათა მსმენელი არ გადავღალოთ და სათქმელი ბოლომდე მივიტანოთ. არგუმენტის შექმნინას გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია მხარდამჭერი მასალის გამოყენება, მაგალითად კვლევების, სტატისტიკების, ფაქტების, თეორიებისა და ა.შ. რათა თითოეულმა მათგანმა შეიძინოს მეტი დამაჯერებლობა.
• მორთულობა - როგორც ნებისმიერ კერძს სრულყოფისთვის ჭირდება სანლებლები, ასევე ლოგოს მეტი ეფექტუორბისთვის ჭირდება "მორთულობა", მაგალითად ციტატები, ცნობილი გამონათქვამები და ა.შ.

• დამახსოვრება, მემორიზაცია - როცა ზემოთ ჩამოთვლილ ეტაპებს გაივლით, სასურველია ივარჯიშოთ ლოგოსის დამახსოვრებაზე, რომლის სხვადასხვა გზა არსებობს. მაგალითად: ასოციაციების გამოყენებით, ოთახების, სუნამოების დახმარებით და ა.შ. რაც უფრო კარგად გემახსოვრებათ ლოგოსში გამოყენებული ინფორმაციები, მით უფრო მყარად წარდგებით მაყურებლის წინაშე.

• წარმოთქმა - ბოლო ეტაპია წარმოთქმა. მანამ სანამ კარგად გავიწაფებით, სასურველია ნებისმიერი პრეზენტაცია თუ გამოსვლა გავიაროთ საკუთარ თავებთან, დავინიშნოთ დრო და ჩვენ თავად ვიყოთ საკუთარი თავის მსმენელები. ამაში შეგიძლიათ დახმარება თხოვოთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებსაც. მაგალითად მოაწყეთ იმიტირებული საჯარო გამოსვლა და წარადგინეთ თქვენი ლოგოსი მათ წინაშე. არ დაგავიწყდეთ ინტონაციის კონტროლი და პაუზები.

და ბოლოს, გთავაზობთ იმ აუცილებელ კომპონენტებს რაც თან უნდა ახლდეს სიტყვით გამოსვლას:
◘ აქტუალიზაცია - ხაზს ვუსვამთ თემის აქტუალობას;
◘ ანონსი - მოკლედ მიმოვიხილავთ რა არგუმენტების წარდგენას ვაპირებთ;
◘ დემარკაცია - არგუმენტების მკვეთრად გამოყოფა ერთმანეთისგან;
◘ შეჯამება .
გახსოვდეთ, კარგი შინაარსი საჯაროდ გამომსვლელისთვის უტოლდება ომში ჯარისკაცისთვის საჭირო აღჭურვილობას! ყველაფერი თქვენ ხელთაა, მთავარია მოინდომოთ! 
9