როგორ შევქმნათ ქეისი დებატებისთვის?

14
როგორც წინა სტატიაში დაგპირდით, საუბრები დებატებზე გრძელდება! დღეს წარმოგიდგენთ ე.წ. მცირე გზამკვლევს დებატების ქეისის შესაქმენლად. ჩვენ უკვე გავეცანით ზოგად პრინციპებსა და ერთ-ერთი ფორმატის (კარლ-პოპერის ღირებულებითი ტიპი)  სტრუქტურას. შესაბმისად ვიცით რაზე და როგორ ხდება დაპირიპირება ორ გუნდს შორის, ამ ტიპის დებატებში. დღეს კი პასუხს გავცემთ ისეთ მნიშვნელოვან შეკითხვას, როგორიცაა - რითი ვდებატობთ?

იმასთვის, რომ დებატები წარმატებით განხორციელდეს და მონაწილეებმა შეძლონ საკუთარი სიტყვის საინტერესოდ მომზადება, საჭიროა ქეისის სტრუქტურის დაწვრილებითი შესწავლა. ყოველივე ამის ნათლად წარმოსადგენად გთავაზობთ ფოტო-მასლას,ქეისის შემადგენელი ნაწილების შესახებ შემდეგ კი თითოეული კომპონენტის მახასიათებლს ცალ-ცალკე განვიხილავ.


როგორც ხედავთ, ქეისის პირველი ნაწილია რეზოლუცია, ანუ საკამათო თემა. მაგალითად ("გენდერული თანასწორობა აუცილებელია", "დემოკრატია მართვის საუკეთესო ფორმაა" და ა.შ.). იმისთვის, რომ რეზოლუცია იყოს სრულყოფილი საჭიროა გავითვალისწინოთ იმ მახასიათებელთა ჩამონათვალი, რომელსაც აუცილებელია რომ აკმაყოფილებდეს. საკამთო თემა უნდა იყოს:
• პრობლემატური - თუკი თემა არ არის პრობელმატური და ის უკვე აბსოლიტურადაა ამოწურული, მაშინ სადებატო რეზოლუციად არ არის მიღებული;
• ატქუალური - რეზოლუციის შერჩევისას, ყოველთვის იფიქრეთ რამდენადაა დღის წესრიგში საკითხი, რომელზეც მსჯელობთ, თემის აქტუალობა აქაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამეცნიერო ნაშრომებში და არა მხოლოდ;
• ფართო შინაარსის - სასურველია რეზოლუცია იძლეოდეს მსჯელობის ფართო დიაპაზონისას;
• მტკიცებითი შინაარსის მქონე - საკამთო თემა არ უნდა იყოს კითხვითი ან ბრძანებითი შინაარსის მქონე;
• ბინალური - ორმხირივი, მტკიცებით გუნდსაც და უარმყოფელსაც უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა ოპონირებისთვის.
• მოძიებად - საჭიროა, ჩვენ მიერ შერჩეულ თემაზე შესაძლებელი იყოს სტატისტიკების, კვლევების, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციების მოძიება.
მეორე კომპონენტი, რომელზეც ვისაუბრებ კრიტერიუმია, უფრო მარტივად, რომ ვთქვათ მიზანი. ეს ნაწილი ისე უნდა იყოს ფორმულირებული, რომ ჩანდეს რატომ ვამტკიცებ ან უარვყოფ რაღაცას. მაგალითად, როცა ჩემი გუნდი ამტკიცებს, რომ გენდერული თანასწორობა აუცილებელია, რა მიზანს ემსახურება მათი ეს პოზიცია (დემოკრატიული გარემოს ფორმირება, თანასწორობის უზრუნველყოფა, ჰარმონიული ურთიერთობების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბება და ა.შ.). აუცილებლია, რომ კრიტერიუმი იყოს პოზიტიური. ოპონენტებს აქვთ უფლება გაიზიარონ ჩვენი მიზანი ან შემოგვთავაზონ საკუთარი. ქეისის აგებისას გაითვალისიწნეთ, რომ არგუმენტები უნდა იყოს ბმაში სწორედ მიზანთან.

შემდეგი კომპონენტი არგუმენტებია. ყველაზე კარგი რაოდენობა არგუმენტებისა არის 3. თუმცა, რა საკავრიველია, გუნდებს უფლება აქვთ შემოიტანონ 3-ზე მეტი ან ნაკლები თუ ყოველივე ეს მათი გამოსვლის ხარისხზე უარყოფითად არ აისახება. არგუმენტების აგებისას გაითვალისიწეთ რომ ის სამი ნაწილისგან შედგება: სახელდება, ახსნა, შეჯამება. შეჯამების ნაწილში გამოკვეთეთ როგორაა ბმაში თქვენი არგუმენტი კრიტერიუმთან. აქვე აღვნიშნავ, რომ სასუერველია ყველა არგუმენტი გავამყაროთ მხარდამჭერი მასალით - კვლევებით, ციტატებით, სტატისტიკური მონაცემებით, სამეცნიერო ნაშრომებით და ა.შ. რა თქმა უნდა, აუცილებელია მონაცემი, რომელსაც გამოვიყენებთ იყოს გადამოწმებადი და მოძიებადი, რათა საანდობა უზრუნველყოთ და მსაჯებმა თავიდან აიცილონ გამოგონილი ინფორმაციების გამოყენების საფრთხე.

ბოლო კომპონენტი შეჯამებაა, აუცილებელია ქეისის ბოლოს კიდევ ერთხელ წარმოადგინოთ თქვენ მიერ გამოყენებული არგუმენტები მოკლედა და გააკეთოთ დასკვნა, რომელიც გამოკვეთს როგორ ებმის თქვენ მიერ გამოყონებული ეს არგუმენტები მიზანს, რომელიც დაისახეთ.
იმედი მაქვს, ეს სტატია სასარგებლო აღმოჩნდება თქვენთვის! შემდეგ ნაწილში გესაუბრებით სპიკერთა ფუნქცია-მოვალეობების შესახებ! 
ვისწავლოთ დებატები უკეთესი მომავლისთვის!










14