როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება, თუ დასრულების თარიღი გეცოდინება?

ByMonicaGeorgia
8
იდეა იმის შესახებ, თუ როდის დასრულდება ინდივიდის სიცოცხლე, შეიძლება შემზარავ ფრაზად ჟღერდეს. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ თემა მუდმივად განხილვის საგნად რჩება არაერთ ფილმსა თუ წიგნში, ფილოსოფიურ დისკუსიებში. ცხოვრება არაპროგნოზირებადია და სწორედ ეს ხდის მას ამაღელვებელს. ყოველ დღეს მოაქვს ახალი შესაძლებლობები, ახალი გამოწვევები და ახალი გამოცდილება. მაგრამ დაფიქრებულხარ, რა მოხდება, თუ ზუსტად გეცოდინება, როდის დასრულდება ის? როგორ გადაეწყობა შენი ცხოვრების წესი? რა ცვლილებებს განახორციელებ?
იმის ცოდნა, თუ როდის დასრულდება შენი ცხოვრება გაიძულებს, გადააფასო ყოველი დღის ყოველი წამი. შენ აღარ გააჭიანურებ და არ დაკარგავ დროს ისეთ საკითხებზე, რაც პრიორიტეტული არ არის. უპირატესობას მიანიჭებ საყვარელ ადამიანებთან დროის გატარებას, მოგზაურობასა და შენი ოცნებების ასრულებას.
რადგან გეცოდინება, რომ ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა ნეგატიური ენერგიებისთვის, ეს, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს ურთიერთობებისადმი მიდგომაზეც. სავარაუდოდ, პრიორიტეტს მიანიჭებ ადამიანებთან ღრმა, მნიშვნელოვან კავშირებს, ვიდრე ზედაპირულს.
შენი კარიერული გზაც შეიცვლება. მობიზილებული უფრო გულმოდგინედ მიჰყვები შენს ნამდვილ ვნებასა და მოწოდებას, რომელიც სრულფასოვანი და მნიშვნელოვანი იქნება.
იმის ცოდნის პერსპექტივამ, როდის ამოიწურება დრო, ასევე შეიძლება გამოიწვიოს მიმღებლობისა და სიმშვიდის გრძნობის გამძაფრება. ბევრ ადამიანს ეშინია სიკვდილის, მაგრამ იმის გაცნობიერებით, რომ ის გარდაუვალია, შეიძლება უფრო ძლიერი გაგხადოს.
საბოლოო ჯამში, მაინც ჩვენზეა დამოკიდებული. ვიცხოვროთ ყოველი დღე სრულფასოვნად და შევქმნათ ცხოვრება, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, მიუხედავად იმისა, ვიცით თუ არა, როდის დასრულდება იგი!
ByMonicaGeorgia
8