47 წლის წინ, "ნასამ" კოსმოსში "კაცობრიობის თვალი", "ვოიაჯერ 2" გაგზავნა.
იგი მზის სისტემის შორეული ნაწილების შესასწავლად იყო განკუთვნილი და ერთადერთი კოსმოსური აპარატია, რომელიც, მარსის მიღმა, ჩვენი სისტემის ყველა პლანეტას ესტუმრა და დაგვანახა მათი ბუნებრივი თანამგზავრები, რგოლები, მაგნიტური ველები და გადმოგვიგზავნა დეტალური სურათები.
ამ ყველაფერმა კი მზის სისტემის შესახებ ჩვენი ცოდნა შეცვალა.
ეს ლეგენდარული აპარატი ახლაც კი გვიგზავნის ინფორმაციას აწ უკვე მზის სისტემის პერიფერიებიდან, ვარსკვლავთშორის სივრციდან და განაგრძობს კაცობრიობის ინფორმირებას ირგვლივ არსებული გარემოს შესახებ. ✨
#ესდღეისტორიაში