როცა მოლოდინს ამყარებთ 30 ქულაზე და აიღებთ 28-ს/29-ს, გიხარიათ, მაგრამ ნაკლებად, რატომ ?

8
  საინტერესო კითხვა, რომელზეც ძალიან მარტივია პასუხი.
ამ კითვამდე განვიხილოთ ერთი კითვა :
 რატომ მაბნევს გამოცდა და რატომ ვნერვიულობ იქ ?
იმიტომ რომ ჩვენ მოქცეული ვართ ხალხის აზრში თუ რა დამოკიდებულება წამოვა ჩაჭრაზე, თუ რას იტყვიან ზურგს უკან... ეს აზრები უნდა მოიცილოთ, ვფქირობ, თქვენ არ აბარებთ იმისთვის, რომ ის ხალხი ატაროთ, არამედ იმისთვის, რომ თქვენ იაროთ ავტომობილით.
 თქვენ ხომ მათ არ ემსახურებით, ამიტომ დაივიწყეთ.

 გამოცდაზე ჩაჭრის დროს, ხშირად, მოტივაცია აღარ გვაქვს და და ვამბობთ :
,,მორჩა, მე აღარ ვაბარებ, ეს ჩემი საქმე არაა" - ეს იცით, რისი ბრალია ?
 იმის კი არა, რომ არ ისწავლეთ( რა თქმა უნდა, ჩაჭრის გამომწვევის მიზეზი ცალკე განსახილველია, თუმცა ამჯერად ამას არ განვიხილავთ) , უპირველესად ამ სტრესს ქმნის თქვენი მოლოდინი, რომელიც თქვენ შექმენით, ესე იგი, სტრესიც თქვენი შექმნილია, დაანებეთ მოლოდინს თავი, ჩვენი მიზანი თუ განხორციელდა წარმატებით - მოლოდინის გარეშე 2 ჯერ უფრო მეტად გაგვიხარდება და დავიმუხტებით.
 როცა მოლოდინს ამყარებთ 30 ქულაზე და აიღებთ 28-ს/29-ს, გიხარდიათ, მაგრამ ნაკლებად, რატომ ? იმიტომ რომ იმას კი არ აანალიზებთ, რომ ჩააბარეთ და მიზანთან ახლოს ხართ, არამედ, ჩნდება ფრაზა : აი, კარგია, რომ ჩავაბარე, მაგრამ მეტს ველოდი.

1. მოშორდით მოლოდინს - იქნება ის, რაც იქნება. თუ ჩავიჭერი, ესე იგი, რაღაც დავაკელი, თუ ჩავაბარე, ესე იგი, კიდევ მეტი შრომა და მეტი მოტივაცია მჭირდება ახალ ეტაპზე.

 | ნულოვანი მოლოდინი - ამას აღმოსავლეთის ფილოსოფოსები ამბობდნენ და დიახაც გამართლებული ვარიანტია.
| ,,ჩვენ უფრო მეტს ვფიქრობთ იმაზე, რაც არ გვინდა, ვიდრე იმაზე რაც გვინდა." - ფილოსოფოსთა, მოაზროვნეთა პოზიცია, (პოზიტიური ფსიქოლოგიის მიდგომა).

იფიქრეთ, იმაზე რაც გინდათ, რადგან თქვენი გონება, ფსიქიკა, ფიქრები მიმართული იყოს იმ სურვილზე და ამ სურვილის შესრულებაზე და არა იმაზე, აი, ეს რომ მოხდეს რას მოვიმოქმედებ. - ეს უკვე შეცდომაა !

რჩევები თუ როგორ ვისწავლოთ- ჩვენს წინა სტატიაშია
8