გასულ თვეში, რუსეთის (ოკუპანტის) "ლუნა 25-ის" მისიამ მთვარის ზედაპირზე ავარიული დაშვება განახორციელა 🚀🌑💥
• ქვეყნის კოსმოსურმა ორგანიზაციამ ხომალდზე კონტროლი დაკარგა და უკონტროლო მდგომარეობამ მთვარის ზედაპირზე შეჯახება გამოიწვია.
21 აგვისტოს, მათ გაავრცელეს შეჯახების სავარაუდო ლოკაცია, რის შემდეგაც NASA-ს გუნდმა მთვარის სადაზვერვო ორბიტერი შეამოწმა, ჰქონდა თუ არა მას შეჯახების ადგილის ფოტოები მოპოვებული.
თანდართული გამოსახულება 24 აგვისტოდან იქნა გადაღებული.
მასზე ვხედავთ მთვარის ახალ კრატერს, რომლის დიამეტრიც დაახლოებით 10 მეტრია.
» „ტერიტორიის ბოლო სურათი (იხილეთ კომენტარებში) ორბიტერმა (LRO) 2022 წლის ივნისში გადაიღო.
ამგვარად, კრატერი ჩამოყალიბდა ამ თარიღის შემდეგ.
იმის გამო, რომ ახალი კრატერი ახლოსაა "ლუნა 25-ის" შეჯახების სავარაუდო წერტილთან, LRO-ის გუნდი ასკვნის, რომ ის, სავარაუდოდ, ამ მისიით არის წარმოქმნილი და არა ბუნებრივი ზემოქმედებით“, - ნათქვამია NASA-ს განცხადებაში.
საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი ამჟამად აღიარებს, რომ მთვარეზე 9, 137 კრატერია, მაგრამ ჩინეთის Chang'e მთვარის ორბიტერის მონაცემები აჩვენებს, რომ რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, დაახლოებით 130 000 (ან "ლუნა-25"-ის კრატერის გათვალისწინებით, 130, 001).