რუსეთმა რაკეტები ესროლა ხარკოვსა და მის შემოგარენს

0
თვითმხილველების თანახმად, 22 აპრილს ღამით მინიმუმ ხუთი რაკეტა ჩამოვარდა აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ ხარკოვსა და მის შემოგარენში. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, დაზიანდა რამდენიმე სამოქალაქო დანიშნულების შენობა. რუსეთი რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდა უკრაინის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იერიშებს რაკეტებითა და დრონებით. რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ სინეგუბოვმა ტელეგრამში დაწერა, რომ ერთი რაკეტა სახლს მოხვდა ხარკოვის სამხრეთით მდებარე სოფელ კოტლიარიში. ერთი რაკეტა თავად ქალაქში ჩამოვარდა და ხანძარი გამოიწვია. „ყურადღება! ხარკოვისა და ოლქის მოსახლეებო, ოკუპანტები კვლავ ახორციელებენ დარტყმებს! ნუ უგულებელყოფთ განგაშის სიგნალებს. დარჩით საცავებში!“ - დაწერა ტელეგრაფში სინეგუბმა. „ხარკოვს ცეცხლს უშენენ!“ - დაწერა ქალაქის მერმა იჰორ ტერეხოვმა. როგორც იტყობინება ტელეარხი „ხარკოვ სეიჩას“, რუსეთის ქალაქ ბელგოროდიდან ხარკოვს ესროლეს რაკეტები S-300. ეს ცნობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ დამოუკიდებელ წყაროებს.
0