რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა

0
რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 18 645 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 793 ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთში ჯამში, ინფიცირების 7 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 187 200 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 6.27 მილიონი პაციენტი.
პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.
0