გორელი კაცი ქალაქის დაბომბვის შემდეგ გარდაცვლილ ძმას დასტირის. 2008 წლის 9 აგვისტო. (ფოტო: REUTERS/Gleb Garanich)
8 აგვისტო - ოსური მხრიდან ცეცხლი არ წყდება. ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას. არის მსხვერპლი...
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმყოფებოდა, დაგმო საქართველოს „აგრესიული ქმედებები" და თქვა, რომ რუსეთი ამ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებდა. 09:30 საათზე პრეზიდენტმა მედვედევმა სასწრაფო შეხვედრა გამართა მთავრობის წევრებთან, კონფლიქტის შესახებ რუსეთის შესაძლო მოქმედების გეგმის შესამუშავებლად. როკის გვირაბის გავლით შემოსული ასობით შეიარაღებული პირი და სამხედრო ტექნიკა საქართველოს ტერიტორიაზე ამ დროისთვის უკვე იმყოფებოდა...