საბერძნეთში მტვრის ქარიშხალი მძვინვარებდა

3
,,ეს არის საჰარას მტვრისა და ქვიშის კონცენტრაციის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ეპიზოდი 2018 წლის მარტის შემდეგ..." 🌪️
• ათენის (საბერძნეთი) ცა ნარინჯისფრად შეიღება, რაც The Guardian-ის თანახმად, გამოწვეული იყო მტვრის ეპიკური ქარიშხალით.
ძლიერმა ქარებმა აფრიკის გვალვიანი რეგიონიდან ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით წვრილმარცვლოვანი ქვიშა გადმოიტანა, რის გამოც საბერძნეთის არაერთი ქალაქის ცა ნარინჯისფრად შეიღება.
Futurism-ის თანახმად, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა შემთხვევა უკვე შეაფასეს, როგორც 2018 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მტვრის ქარიშხალი.
როგორც ჩანს, ცა ოთხშაბათისთვის უკვე გაიწმინდა, რასაც ადასტურებს ამინდის პროგნოზი და მინიმუმ ერთი თვითმხილველის პოსტები 𝕏-ზე.
» „ეს არის საჰარადან გადმობერილი მტვრისა და ქვიშის კონცენტრაციის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი 2018 წლის 21-22 მარტის შემდეგ, როდესაც ღრუბლებმა კუნძული კრეტაც მოიცვეს“, - თქვა ათენის ობსერვატორიაში ამინდის კვლევის ხელმძღვანელმა "გარდიანთან".
2020 წელს, საჰარას უდაბნოდან კვლავ გამოიტყორცნა მტვრის მსგავსი მასიური ნაკადი და მაშინ ქარებმა ატლანტის ოკეანის გავლით ამერიკის კონტინენტზე გადაიტანეს.
ნაკადი იმდენად მასიური იყო, რომ მისი დანახვა კოსმოსიდანაც შეიძლებოდა.
2023 წელს, მტვრის ქარიშხალი მძვინვარებდა ჩინეთშიც.
ზოგიერთ მეცნიერს აწუხებს ის, რომ მტვრის ქარიშხლების ასეთი გააქტიურება შეიძლება ნიშნავდეს, რომ მსგავსი მოვლენების ეპოქა დაიწყო.
ჩვენი საქმიანობები დედამიწაზე, რომლებიც იწვევენ გაუდაბნოების ზრდასა და, შესაბამისად, მტვრის უფრო მეტ ქარიშხალსაც, მოიცავს სოფლის მეურნეობას, ტყეების გაჩეხვას, წყლის ზედმეტ ხარჯვასა და ურბანიზაციის ზრდას, განუცხადა The Telegraph-ს ოქსფორდის უნივერსიტეტის გარემოს დაცვის ცენტრის პროფესორმა დევიდ თომასმა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომავალში მეტად მტვრიან დღეებს უნდა ველოდოთ.
3