სად შეგიძლიათ გაატაროთ ახალი წლის ღამე

10
მოგვიახლოვდა წლის ის პერიოდი, რომელიც ყველას გამორჩეულად გვიყვარს. ახალი წამოწყებებისთვის, გამოწვევებისთვის, თავგადასავლებისთვის და განვითარებისთვის სწორედ ამ ჯადოსნურ დღეებში ვემზადებით. როგორც ამბობენ თუ წელს განსაკუთრებული განწყობით დაიწყებ, მთელი წელი ასეთი გექნება, ჩათქმულ სურვილებს აისრულებ და ოცნებებს მიუახლოვდებიო.
სადღესასწაულო განწყობა, როგორც წესი დეკემბრის დადგომასთან ერთად დგება ჩვენშიც, კულმინაციას კი 31-ის ზღაპრულ ღამეს აღწევს. ეს ქაოსური, ბედნიერებით სავსე დღე ყველასთვის ახლო ადამიანებთან, გამორჩეულ კერძებთან და ჟრიამულთან ასოცირდება.
გიზიარებთ ღონისძიებებს, სადაც 31 დეკემბრის ჯადოსნური ღამე შეგიძლიათ გაატაროთ.
ლოკაცია: თბილისი
Adam&Eve NYE 
"ახალ წელს სადღაც ტექნო გუგუნებს, სადღაც მღერიან ლამაზ სიმღერებს, სადღაც უკრავენ ჰაუსს, მინიმალს; “ადამი და ევა” კი 24 წლის შემდეგ ჰიპ-ჰოპს იბრუნებს!"
საახალწლო კონცერტის ლაინ აფი:
Rejjie Snow
Luna997
Jeronimo
Erekle Deisadze
Sabana
Mush one
Hawa
Doors open: 01:00/Age control: 16+
ლოკაცია: დავით აღმაშენებლის 164, ძველი კინოსტუდია, პავილიონი "ადამი და ევა". 
ბილეთები: Biletebi.ge
New Year's Eve at Falestra
✦ ABBA mania
✦ Cerrone
✦ Chinau
Doors open: 23:30/Age control: 21+
ლოკაციის სპეციფიკიდან გამომდინარე ტერიტორია სპეციალურად ახალი წლისთვის გადაიხურება და განსაკუთრებულად გაფორმდება Falestra-ს სივრცე.
მაგიდის ბილეთის ღირებულება:
პირველი სართული - 500 Gel
მეორე სართული - 700 Gel
ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ MasterCard-ის ბარათით.
ABBA Mania - პოპ მუსიკის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარული ჯგუფის tribute. 357 მილიონზე მეტი გაყიდული რექორდი და უამრავი დაუვიწყარი ჰიტი “Dancing
"Queen" "Gimme Gimme Gimme" "Angel Eyes" "Money Money Money". სწორედ Abba-ს ეკუთვნის ცნობილი ჰიტები ყველასთვის საყვარელი მუსიკალური ფილმიდან Mama Mia.
Cerrone - ფრანგი დრამერი, კომპოზიტორი და პროდიუსერი. მსოფლიოს მასშტაბით 30
მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და ისეთი ცნობილ ჰიტები როგორც "Supernature" "You are the one" "Give me love".
Chinau - House მუსიკის განსაკუთრებული შემსრულებელი ფრანგი Dj
ბილეთები: Tkt.ge
Diana King - Mono Hall Tbilisi
"31 დეკემბერს - ახალი წლის ღამეს - ლეგენდარული და განუმეორებელი იამაიკელი მომღერალი, გრემის მფლობელი, დაიანა კინგი - Mono Hall-ის სცენაზე წარსდგება მსმენელის წინაშე. შემოგვიერთდი და გაატარე დაუვიწყარი საღამო, მეგობრებთან ერთად"
დაიანა კინგი, უამრავი ცნობილი სტუდიური ალბომის ავტორია, თავის გასაოცარ კარიერაში კი, მთელს მსოფლიოში აქვს ტურები გამართული. მუსიკოსის შემოქმედებიდან აღსანიშნავია, მისი ყველაზე ცნობილი ჰიტები: Shy Guy და I Say a Little Prayer. იამაიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დაფასებული არტისტი, რეგეი ფიუჟენის და დენსჰოლის ჟანრების დაუვიწყარ ჰიტებს გააჟღერებს. მომღერალი ამბობს, რომ მისთვის მუსიკა უნივერსალური ენაა და სწორედ ამ ენაზე დაელაპარაკება თაყვანისმცემლებს ახალი წლის ღამეს, სპეციალურად შერჩეული ჰიტებითა და ახალი კომპოზიციებით.
საღამოს, ჰავერდოვანი მუსიკალური სელექციით, Haverdi განაგრძობს.
00:30 - Doors Open
01:00 - 03:00 - Haverdi
03:00 - 04:30 - Diana King
04:30 - End - Haverdi
ბილეთები: Tkt.ge
Majestic New Year's Eve at Republic
"A New Year's Eve of Starlit Celebrations
შეხვდით ახალ 2024 წელს თბილისის ზღაპრული ხედების ფონზე რესპუბლიკაში, სადაც დაგხვდებათ სპეციალურად ახალი წლის ღამისთვის შექმნილი საავტორო მენიუ „Fresh From Paris“ ირაკლი ასათიანის მიერ, GiGi PianoMan & Smooth Jazz Band, შთამბეჭდავი ხედები და წინანდლის მამულის შუშხუნა ღვინო."
ფასი: 400 ₾
ღირებულება მოიცავს 4 კერძისგან შემდგარ საზეიმო ვახშამსა და წინანდლის მამულის ღვინოს.
For Reservations: +995 592 00 24 24
Broadway Night - თეატრი • Theatre
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, ყველაზე კაშკაშა, პომპეზური და სანახაობრივი საახალწლო შოუ - "Broadway Night" - "თეატრში"
"თეატრის" დასი, მსახიობების, მომღერლებისა და მოცეკვავეების ვარსკვლავური შემადგენლობით, წარმოგიდგენთ ნაწყვეტებს ბროდვეის ისტორიაში ყველაზე პოპულარული მიუზიკლებიდან "ჩიკაგო", "და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამმა მია!", ასევე შემოგთავაზებთ სხვადასხვა საახალწლო თემატიკით გაჯერებულ მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ ნომრებს.
"წისქვილი ჯგუფის" ბრენდ შეფი ალექს ნათაძე და შეფ-მზარეულები კი უგემრიელესი სადღესასწაულო კერძებით გაგიმასპინძლდებიან.
ახალი წლის პროგრამა:
I აქტი
♦ ნაწყვეტები მიუზიკლიდან „ჩიკაგო“
II აქტი
♦ HAPPY HOLIDAYS!
III აქტი
♦ ნაწყვეტები მიუზიკლიდან - „და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამმა მია!“
IV აქტი
♦ ანდრია გველესიანი და ბენდი „The Boys“
პროგრამას დაასრულებს: Performance DJ
მონაწილეობენ: მარიამ როინიშვილი, ანა ქურთუბაძე, მარიკო ებრალიძე, ანდრია გველესიანი, ჯეჯი სხირტლაძე, ანა ზამბახიძე, ანა წერეთელი, თინათინ წულაძე, თამთა შალამბერიძე, ანა გვანცელაძე, თეკლა სულაქველიძე, გიგა შურღაია, გიორგი კაკალაშვილი, ლუკა ხეჩუმაშვილი, ნიკუშა ხრიკული, ნიკოლოზ ჭკადუა, ანდრია ზაქარაია, ცოტნე ბლიაძე, რატი ბლიაძე, გიორგი სუთიძე, ანდრო მელკუმოვი, თეონა კოჭლამაზაშვილი, თამუნა აბესაძე, ნატაშკა იაშვილი, ბარბარე ჩიქოვანი, ანი შუბლაძე, თამთა გასიშვილი, ნინი ჩაჩიბაია.
დამდგმელი რეჟისორი: ზაალ ჩიქობავა
ბილეთები: Teatri.ge
მისამართი: ბელიაშვილის 99
KHIDI: BJARKI | NASTYA VOGAN | YANAMASTE | BOYD SCHIDT | FREQUENCY SHIFTER 
G2: DASCO | DJ NORMAL 4 | KNAUGHTY | SEVDA
31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, კლუბის მთავარ სცენას დაიკავებს ისლანდიელი დიჯეი, პროდიუსერი და ლეიბლის bbbbbb დამფუძნებელი Bjarki, რომლის მუსიკა შთაგონებულია ისეთი გამორჩეული მუსიკოსების მიერ, როგორიცაა Aphex Twin და Autechre, ხოლო მისი დიჯეი სეტები აერთიანებს Techno, Jungle, Breakbeat ჟღერადობებს. მას შეუერთდება ბერლინში მოღვაწე დიჯეი, პროდიუსერი და კიევური კლუბის ∄ რეზიდენტი Nastya Vogan. Nastya-მ კლასიკურ მუსიკასთან შემხებლობის შემდეგ გადაწყვიტა Techno, Electro და Breakbeat ელემენტები ორკესტრულ ნამუშევრებში გამოეყენებინა. არტისტებთან ერთად სცენას გაიზიარებენ კლუბის ადგილობრივი რეზიდენტები: ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტი Yanamaste, ცნობილი ტექნო ლეიბლის Sonic Groove ოჯახის წევრი Boyd Schidt და ლოკალური მსმენელის ერთ-ერთი ფავორიტი Frequency Shifter ლაივ შესრულებით
G2 ბერლინში მოღვაწე დიჯეის, პროდიუსერსა და ლეიბლის Bisexuality Exists დამფუძნებელს Dasco უმასპინძლებს. Dasco-ს ჟღერადობის ფესვები მომდინარეობს ელექტრონული მუსიკის ოქროს ხანიდან, კერძოდ 80-იანი წლების ბოლოდან, 90-იანი წლების დასაწყისამდე. მას შეუერთდება დიჯეი და პროდიუსერი Warning Berlin-ის დამფუძნებელი და კურატორი DJ Normal 4. იგი თანადამფუძნებელია ლეიბლის Mana Abundance, რომელიც განიცდის სამეცნიერო ფანტასტიკის, როგორც ლიტერატული ჟანრის, მნიშვნელოვან გავლენას. მათ შორის იქნებიან თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენის გამორჩეული წარმომადგენლები: ლადუკა ნინუა პროექტით Sevda და კლუბის რეზიდენტი, მულტიმედია არტისტი Knaughty
I PRE-SALE: 60 GEL
II PRE-SALE: 70 GEL
III PRE-SALE: 80 GEL
DOOR: 100 GEL
ბილეთები: khidi.ge
New Year’s Festival at eZo
"4 განსხვავებული სცენით და ბევრი საინტერესო სიახლით, 31 დეკემბერს, ეზოში 24 საათიან საახალწლო ფესტივალზე გეპატიჟებით 
ერთერთი ყველაზე გამორჩეული წლის, კიდევ უფრო შთამბეჭდავი დახურვისთვის, თქვენს საახალწლო სურვილებს ერთად მოვუყარეთ თავი
23:00 საათიდან, ეზოს მუსიკალური კარუსელი, სხვადასხვა დროს, ერთმანეთისგან განსხვავებულ 4 სცენას ააჟღერებს.
მზესუმზირას რეზიდენტებთან ერთად დეკებს, ჩვენი მეგობარი არტისტები დაიკავებენ. მონატრებულ sKa სთეიჯზე კი ტექნოს დებიუტი შედგება.
მთავარ სცენას საშობაო ბაზარი გახსნის, სადაც 11 საათიდან, თქვენთვის კარგად ნაცნობი სელექტორები დაუკრავენ. აქვე, ათასგვარი ინსტრუმენტით, დაგხვდებიან ჩვენი ჯადოქარი მეგობრებიც და აფრო Jam Session-ის დინამიურ ენერგიაში გახვევენ მთელს ეზოს.
არც ზამთრის სუსხი დაგვიწყებია და შენს თბილ გართობაზეც წინასწარ ვიზრუნეთ. ტერიტორიის დიდი ნაწილი შევფუთეთ, გადავხურეთ და ცეცხლისთვის რამდენიმე დრაკონიც დავიმეგობრეთ.
ასე რომ, ადრიანად შემოგვიერთდი! ერთად შევეგებოთ ახალ წელს და ზაფხულამდე დავემშიდობოთ ეზოს. 
Lineup:
Afro Jam Session
Alfreda Stieglitz
Audio Space
Beqa (Live)
The Forest
Ikako
Iko
Kdema
Ly Sas
Nika J
Perishu
Rati (Live)
Sumo
Vas
3 AM
I კალათა - 70 ლარი
II კალათა - 80 ლარი
III კალათა - 90 ლარი
IV კალათა - 100 ლარი
კარზე - 100 ლარი
ბილეთები: Mzesumzira.com
10