სად შეგიძლიათ გაატაროთ ქალთა დღე

10
8 მარტს მსოფლიო ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს!
უამრავი დაბრკოლების, შევიწროების, წინაღბის, გამოწვევის მიუხედავად ქალები ყოველდღიურად უმტკიცებენ სამყაროს მათ შთამბეჭდავ სიძლიერეს. 
ქალბატონებო, გიზიარებთ ღონისძიებებს, სადაც ეს გამორჩეული დღე შეგიძლიათ აღნიშნოთ:

8 მარტის აქტივობები "ბაზარი ორბელიანზე"

"ქალები გამოწვევების პირისპირ"
8 მარტს, 17:30 საათზე, ბაზარი ორბელიანზე გაიმართება ღონისძიება "ქალები გამოწვევების პირისპირ"
მოწვეული სფიქერები გაგვიზიარებენ წარმატების ისტორიებს და მოგვიყვებიან იმ სირთულეების შესახებ, რომლებიც წარმტებისკენ მიმავალ გზაზე შეხვდათ.
სპიკერები:
* ნათია ლოლაძე - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი
* ბაია აბულაძე - "Baia's Wine"-ის დამფუძნებელი
* ანა მიქაძე - ქართული ყველის ისტორიის მკვლევარი - მეყველე
* სალომე კუსიანი - "Social Concept Store ESKI"-ის ხელმძღვანელი
Social Concept Store ESKI -ის გამოფენა-გაყიდვა
8, 9 და 10 მარტს "ბაზარი ორბელიანი" "ესკის" გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს.
"ესკი" სოციალური კონცეფციის მაღაზია-შოურუმია, რომელშიც თავმოყრილია 25-ზე მეტი სოციალური საწარმო, საიდანაც 10-მდე საწარმო ქალების მიერ ან მათი გაძლიერებისთვისაა შექმნილი.
"ბაზარი ორბელიანზე" გამოიფინება:
· ბაბალე - დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დედების მიერ შექმნილი სოციალური საწარმოა და მიზნად ისახავს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ხელშეწყობას.
· დედიკო - საწარმო მიზნად ისახავს მარტოხელა დედების გაძლიერებას და ამგვარად მათთვის და მათი შვილებისთვის ღირსეული ცხოვრების შექმნის მხარდაჭერას.
· ედენა - საწარმო დაფუძნდა 2015 წელს ქალაქ ონში. მისი სოციალური მისიაა, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ქალების პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმებას.
· იკორთა - ტიხრული მინანქრის სახელოსნო, რომელმაც საქმიანობა 2011 წელს დაიწყო წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ.
· მირაბალდები - მთავარი სოციალური მისიაა ძალადობა გამოვლილი ქალების გაძლიერება განათლების გზით. სოციალური საწარმო ქმნის ბრენდირებულ პროდუქციას, რომელიც მოიცავს პირველი ქართველი პარლამენტარი ქალების გამოსახულებიან სხვადასხვა ნივთს.
· პოტერია - საწარმოს მისიაა კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალების საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალი პროფესიის ათვისებითა და შემოქმედებით კერამიკის სახელოსნოში დასაქმების მეშვეობით.
· არმენოკოპი - სოციალური საწარმოა მეზობელი სომხეთიდან და მიზნად ისახავს მარტოხელა დედების გაძლიერებას. აწარმოებს ფერად ფანქრებს.
ფილმის ჩვენება
8 მარტს, 20:00 საათზე  "Little Women"-ის კინოჩვენება გაიმართება. 
მისამართი: ვ.ვეკუას 3ა

ხატია ქორიძის კვარტეტი Jazz Club 1984

8 მარტს, 21:00 საათზე 1984-ში ხატია ქორიძის კვარტეტი დაუკრავს:
ხატია ქორიძე - ბასი
ლუკა თოფურია - პიანო
სოსო ცაგარეიშვილი - დრამი
გიგი ცინცაძე - გიტარა
ბილეთის ფასი 40 ლარი.
აღმოაჩინე შენი მყუდრო სივრცე ძველ თბილისში, ანტონ კათალიკოსის N26-ში (ლესელიძის კუთხეში).

სარვამარტო სთენდაფი I თემატური საღამო

"8 მარტი ახლოვდება და როგორც ადათი მოითხოვს, თემატურ სთენდაფ საღამოს გიმზადებთ.
"ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე გასულ წელს ჩვენთვისაც გაიგივდა ბრძოლასთან. სწორედ ამ კოლექტიური ასოციაციებიდან გაჩნდა მოახლოებული ღონისძიების კონცეფციაც და პოსტერის იდეაც, რომლის შესრულებაშიც @eat_vashli დაგვეხმარა. 
თავისუფალი, ღირსეული და ლაღი დღეების იმედით, გეპატიჯებით ბარში Backstage, სადაც მოისმენთ Standup Tbilisi-ს როგორც ახალი, ისე ძველი კომიკოსების პერსპექტივებს საქართველოში ქალური გამოცდილებებისდა შესახებ." - Stand Up Tbilisi
ბილეთის ფასი: 20 ლარი (ქეშით)

Madame Margot • მადამ მარგო 

ქალბატონების დღესთან დაკავშირებით, "მადამ მარგო" გეპატიჟებათ ქართული და უცხოური სიმღერების საღამოზე სალო თათარაშვილის შესრულებით. 

8 მარტი შვიდკაცასთან ერთად Garden Hall-ში

შვიდკაცას საღამო Garden Hall-ში
ისიამოვნეთ თქვენი საყვარელი ქართული სიმღერებით გრანდიოზულ გარემოში, დატკბით უგემრიელესი კერძებით, რომელზეც რესტორანი "მეგრული სახლი" იზრუნებს.  

ჰკითხე აქტივისტს I ანა ტრაპაიძე

"მირაბალდების" პროექტის "ჰკითხე აქტივისტს" ფარგლებში 8 მარტს 15:00 საათზე კუბი კონტექსტში გაიმართება შეხვედრა "დიღმის ჭალების" მცველ, ეკოაქტივისტ ანა ტრაპაიძესთან, რომელიც ყველა თქვენს შეკითხვას გასცემს პასუხს.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ აქტივიზმში ჩართული ადამიანების გამოწვევებზე, ანას პირად გამოცდილებებზე დიღმის ჭალების დაცვის პროცესში და იმ შესაძლო გზებზე, რითაც შეგვიძლია ერთმანეთის მხარდაჭერა და გაძლიერება
მისამართი: სამანქანო გზის მხრიდან პარკში შემოხვალთ ორი მხრიდან: ნინო რამიშვილის 31 (ახალი გზის პოლიციასთან) ან ჭაბუა ამირეჯიბის 6 (რაგბის ფედერაციასთან).
10