მოცვისა და ბანანის სმუზი
მხოლოდ სამი ინგრედიენტი და ასევე სამი უმარტივესი ეტაპი უგემრიელესი სმუზის მოსამზადებლად მოცვისა და ბანანისგან.
დაგჭირდებათ:
1 x ბანანი
100 გრამი მოცვი
1⁄2 ჭიქა იოგურტი ან რძე
ჩაყარეთ ინგრედიენტები ბლენდერში. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაიტანეთ ჭიქებში და დატკბით!
ნუტელას სმუზი
ყველასთვის საყვარელი ნუთელასგან სმუზის მომზადებაცაა შესაძლებელი!
დაგჭირდებათ:
1 ჭიქა რძე
1/2 ს/კ თაფლი
1 x ბანანი
3 ს/კ ნუტელა
1 ს/კ კაკაოს ფხვნილი
2 ჭიქა ყინულის კუბიკები
ყველა ინგრედიენტი ამ თანმიმდევრობით ბლენდერში მოათავსეთ. თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიირთვით მომზადებისთანავე. მორთეთ გახეხილი შოკოლადით.
სმუზი სნიკერსით
დაგჭირდებათ:
2 x ბანანი
25 გრ მიწისთხილის კარაქი
1 ს.კ კაკაო
400 ლ რძე
1 x პატარა სნიკერსი
არსებული ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ. მიღებული მასა მოათავსეთ ჭიქებში.
კიტრის და ვაშლის სმუზი
დაგჭირდებათ:
2 x მრგვლად დაჭრილი კიტრი
2 x ოთკუთხედებად დაჭრილი მწვანე ვაშლი
ნახევარი ავოკადო
100 გრ პიტნა
2 ს.კ თაფლი
ყინული-გემოვნებით
არსებული ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და კარგად ათქვიფეთ.
წითელი სმუზი
დაგჭირდებათ:
1/4 ჭიქა რძე
1/2 ჭიქა ვანილის იოგურტი
100 გრ გაყინული ჟოლო
100 გრ გაყინული მარწყვი
100 გრ გაყინული საზამთრო
არსებული ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა მოათავსეთ ყინულებიან ჭიქებში.
სასარგებლო სმუზი მოცვით
დაგჭირდებათ:
100 გრ მოცვი
1 x ვანილის იოგურტი
1 ჭიქა ფორთოხლის წვენი
1 ს.კ ვანილი
ნახევარი ს.კ დარიჩინი
არსებული ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და კარგად ათქვიფეთ.
ქლიავის და ვაშლის სმუზი
დაგჭირდებათ:
4 x ქლიავი
1 x ვაშლი
2 ს.კ შვრია
1 ს.კ თაფლი
50 მლ რძე
3 x ყინულის კუბიკი
არსებული ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა მოათავსეთ ყინულებიან ჭიქებში.