საზაფხულო ქარავანი

9
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ "ქარავანი" თბილისის ქუჩის საფესტივალო კულტურის მთავარი შემოქმედია. პანდემიამდე გაჩენილი იდეა, დღესაც იგივენაირი სიყვარულით აერთიანებს ახალგაზრდებს, თბილისის ისტორიულ ცენტრში, როგორც 4 წლის წინ და ტრადიციულად უამრავ ახალ მოგონებას თუ ემოციას უტოვებს გულში.
ფესტივალი ყოველ სეზონს დიდი სულისკვეთებით ხვდება,  ჯადოსნური საახალწლო ღონისძიებების შემდეგ, ის გაზაფხულზე ბრუნდება!
20 მაისიდან - 2 ივლისის ჩათვლით, ორბელიანის მოედანი, ყოველ შაბათ-კვირას კვლავ უამრავი ადამიანის შეკრების და გართობის ადგილად გადაიქცევა. 
ეს "ვიქენდიც"-იც არარის გამონაკლისი. როგორც ორგანიზატორები ამბობენ,  3 და 4 ივნისს, სტუმრებს კიდევ უფრო ბევრი მხიარულება ელით. 
გეგმები ასეთია: 
· ქარავანის მეგობარი europop-ი, სპორტული თამაშების მოყვარულებს, სხვადასხვა გასართობებს გახვედრებთ
· ტრადიციულად გელოდებათ: უგემრიელესი კვების ზონა მრავალფეროვანი სთრით ფუდით
· ყველასთვის საინტერესო სამეწარმეო მარკეტი, სადაც ნებისმიერი ასაკის და ინტერესის მქონე ადამიანი თავის სასურველ ნივთს იპოვის
· ჩვენი მეგობარი Dj-ები
· საბავშვო გასართობი პროგრამა დაგეგმილია 15:00-დან - 19:00 საათამდე
· სპეციალური სტუმარი - Henry's Kitchen • ჰენრის ქიჩენ განსაკუთრებულ კულინარიულ მასტერკლასებს ჩაატარებს პატარებისთვის
· პატარების საყვარელი სანტე ლოკო მოკო • Sante Loko Moko კი ყველაზე გემრიელ პროდუქციას დაარიგებს!
9