, , არჩევნების მოახლოებასთან ერთად ბევრს უჩნდება კითხვა წავიდეს თუ არა არჩევნებზე, ძალიან ბევრი ფიქრობს , , მართლა აქვს ჩემს ერთ ხმას მნიშვნელობა?". შეიძლება ადამიანმა ბევრი იფიქროს იმაზე, რომ მისი არჩევანი არაფერს ცვლის, რომ სისტემას მაინც ვერ შეცვლის, თუმცა ეს მხოლოდ ადამიანის ილუზიის ნაწილია, რადგან რეალურად შენი ხმა ძალაა, რომელიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. შეგვიძლია ერთი წუთით წარმოვიდგინოთ თუ როგორ გამოიყურება მომავალი, როცა ადამიანები ვერ/არ იყენებენ თავიანთ უფლებას. ეს არის სამყარო, სადაც სხვები წყვეტენ შენს მომავალს, სადაც ცვლილებებს ვერ ახორციელებ, თუმცა როცა ხმა ამოგაქვს მაშინ ხდება ნამდვილი დემოკრატია ცოცხალი, ხოლო შენი ძალა - რეალური. მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობითაა შესაძლებელი ისეთი ქვეყნის შენება, რომელიც დამყარებული იქნება დემოკრატიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებებზე"
ცოტნე შონია, საინიციატივო ჯგუფ , , INFINITY" ს ხელმძღვანელი