საკულტო საბავშო სერიალი - "ტელეღიპუცები" Netflix-ზე ბრუნდება

13
გუშინ 'Netflix'-მა ლეგენდარული საბავშვო სერიალის, "ტელეღიპუცების" ახალი თრეილერი გამოაქვეყნა. 4 საყვარელი პერსონაჟის ისტორიები ახალგაზრდა თაობის ყველაზე ტკბილ მოგონებებებთანაა დაკავშირებული. დამეთანხმებით, ადრეული ორიათასიანების ბავშვების ყოველი დილა პოს, დიპსის, ლა-ლა და ტინკი-ვინკის გამარჯობით იწყებოდა.
სერიალში მთხრობელი ტიტუს ბერჯესი იქნება, ხოლო მთავარ როლებს რეიჩელ ბეინარტი, რებეკა ჰაილანდი, ნიკ ჩი პინგ კელინგტონი და ჯერემია კრეიჯი გადაინაწილებენ. 
მიუხედავად იმისა, რომ ახალ შოუში რამდენიმე დეტალი ცოტა განსხვავებული და შეცვლილია, მთავარი, ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი შინაარსი და მიმდინარეობა იგივენაირია. ტელეღიპუცები Teletubbyland-ის ფერად და ჯადოსნურ სამყაროში ბავშვებს ისევ ელიან!
13