სამანტა ჯონსის საკულტო ფრაზები

10
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ "And Just Like That"-ის მეორე სეზონში კიმ კეტრალი სამანტა ჯონსის როლს კვლავ შეასრულებს. როგორც ვიცით ახალი სერიალი პოპულარული "Sex and the city"-ის გაგრძელებას წარმოადგენს. 
თავდაპირველად, როცა HBO Max-მა პროექტი დაამტკიცა, მსახიობთა შემადგენლობას კიმ კეტრალი არ შეუერთდა, ამის მიზეზი კი კიმისა და შემოქმედებითი გუნდის კონფლიქტი გახლდათ. მოგვიანებით მსახიობმა კონფლიქტზე საჯაროდაც ისაუბრა, ამიტომ კეტრალის სერიალში დაბრუნება ყველასთვის მოულოდნელი იყო. 
ეს ფაქტი ალბათ ყველა Sex and the city-ის გულშემატკივარს ძალიან გაახარებს - სამანტას სახასიათო პერსონაჟი, წლების განმავლობაში ყველაზე დიდი სიმპათიითა და პოპულარობით სარგებლობდა საზოგადოებაში. 
სასიამოვნო სიახლის აღსანიშნავად, გთავაზობთ ლეგენდარული გმირის საკულტო ფრაზებს:
10