14 მარტს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის, ინიციატით, ჩატარდა ჯგუფი ,,ალილოს" კონცერტი.
ვინაიდან და რადგანაც ამ დღესასწაულების დროს დიდთოვლობა გახლდათ,რაც სამტრედიის სოფლებშიც სტიქიად იქცა, აღნიშნული დღესასწაულების აღნიშვნა 14 მარტს განხორციელდა - ამის შესახებ ქალაქის მერმაც განცხადა სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიების დაწყებამდე, ქალაქის მერმა დავით ბახტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვაჟა სტურუამ დააჯილდოვეს ღვაწლმოსილი პედაგოგები, კერძოდ, სკოლამდელთა აღზრდის დაწესებულებათა ხელმძღვანელები და სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელები.
აღსაღნიშნავია, რომ დაჯილდოვდა ყველა ხელმძღვანელი, განურჩევლად საჯარო თუ კერძო სექტორისა.
როგორც პედაგოგებმა დაჯილდოვებისას სიტყვით გამოსვლის დროს ახსენეს- ეს მათთვის, ამდენი წლის გამოცდილების მიუხედავად, პირველად მოხდა, მადლიერნი, გახარებულნი, სასიამოვნოდ გაოცებულნი იყვნენ.
დარბაზში სასიამოვნო განწყობა სუფევდა, სიხარულის, სითბოს და ბედნიერების სურნელი იდგა, ამ ემოციებს დამსწრეთა გამოხედვაში ამოიკითხავდით.
მართლაც, მეტად სასიამოვნოა, როცა შრომა ეს იქნება დიდი თუ მცირე ფასდება და გრძნობ, რომ შენს შრომას ამაოდ არ ჩაუვლია.
ჯგუფი ,,ალილოს" კონცერტი
დაჯილდოვების შემდეგ- კონცერტს გაუძღვა ჯგუფი ,,ალილო"- თავისი არაჩვეულებრივი სიმღერებითა და შესრულებით, აქაც მსმენელები გარინდული უსმენდნენ, ტკბებოდნენ ჰანგებით.
ბოლოს, ჯგუფმა ,,ალილომ" შეასრულა სიმღერა ,,მოდი გაზაფხულო", რომლის შესრულებასაც მსმენელები ფეხზე ადგომით, წაღიღინებით, ცეკვით, ღიმილით განათებული სახით შეეგებნენ, მეტიც, ახალგაზრდები სცენაზე ავიდნენ და მომღერლებთან ერთად აჰყვნენ სიმღერას.
საერთო ჯამში, მსმენელთა შეფასებით - ღონისძიება ძალიან კარგი გამოვიდა, ჰარმონიული, დადებითი ემოციებით სავსე, თითოეული მათგანი მადლიერია ქალაქის მერის, დავით ბახტაძის.
ღონისძიება გაიმართა 14 მარტს, დაიწყო 16:00 საათზე.
სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ -
აქფოტოები იხილეთ :