სამტრედიაში პროექტ წიგნიერების მეორე შეხვედრა გაიმართა

5
 პროექტი ,,წიგნიერება" ორგანიზაცია ,,განვითარება და წინსვლის" ერთ-ერთი წამოწყებაა, რომლის პრეზენტაცია გაიმართა
 23 თებერვალს. 
  9 მარტს გაიმართა ,,წიგნიერების" მეორე შეხვედრა, რომელიც მეტად საინტერესო, მათ შორის სახალისო, შემეცნებითი და ბევრის მომცემი გახლდათ- როგორც ამას დამსწრეები ამბობენ. 
 შეხვედრა 3 თემად იყო დაყოფილი : 

1. წიგნის როლი ( რატომ უნდა ვიკითხოთ, ჩვენი როლი)
2. ,,ყველაფერი წიგნის შესახებ"
3. საათისა და სახაზავის შექმნის ისტორია.

 წიგნის როლი

 ამ თემის განხილვა პროექტის კომუნიკაციის მენეჯერმა, ლაშა კოტორაშვილმა, დაიწყო, იგი გახლავთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სპეციალობით ფილოსოფიის მე-3 კურსის სტუდენტი.
 
 უპირველესად, კიდევ ერთხელ გაიცნეს ერთმანეთი, არამხოლოდ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააცნეს საკუთარი თავი, არამედ თითოეულმა მსმენელმა ისაუბრა თავის თავზე, სად სწავლობს, რა აინტერესებს და რას ელის პროექტისგან.
 წიგნის როლზე მსჯელობისას აუდიტორიაც აქტიურად ჩაერთო და მომხსენებლის კითხვებს აქტიურად პასუხობდნენ, მიჰყვებოდნენ მსჯელობაში და მოყვანილ მაგალითებზე გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს.
 საერთო ჯამში, შესაბამისი მაგალითების საფუძველზე, გასცეს კითხვას პასუხი- რატომ არის წიგნი გამოცდილება  და რატომ არის გონიერება ცოდნაში და არა ასაკში.
  ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საუბარმა აზრის მიმღებლობაზე, საკუთარი აზრის არსებობაზე, თუმცა სხვისი აზრის მიღებაზე, გათვალისწინებაზე.
 ისაუბრეს ავტორის სათქმელის ძებნაზე და ამავდროულად, საკუთარი ხედვის დანახვაზე, საკუთარი თავის ძიებაზე.
მოხსენების ბოლოს, აჩვენეს ვიდეორგოლი, რომელშიც გაჟღერებული იყო ფრაზა
,,ერთს ბავშს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს სამყაროს შეცვა შეუძლია" - მოხსენება ამით დასრულდა.
 დასაფიქრებლად,  მომავალში კი- განსახილველად დაუტოვა პროექტის მონაწილეებს, თუ როგორ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილება ამ ყოველივემ.

,,ყველაფერი წიგნის შესახებ" და ,,საათისა და სახაზავის შექმნის ისტორია.

 პროექტის მონაწილეები ინტერესით ელოდნენ შემდეგ განსახილველ საკითხებს, ხელთ ჩანიშვნის ფურცელი და კალამი ჰქონდათ, ჯერ არ იცოდნენ რაში დასჭირდებოდათ, თუმცა შეხვედრის ბოლოს - ყველა ფურცელი სავსე გახლდათ.
 ზოგიერთი მშობელი გაკვირვებულიც იყო, ნუთუ ,,ჩემი შვილი წერსო", მათთვის სასიამოვნოდ გასაკვირი მოცემულობა შეიქმნა.
 მოხსენების მეორე ნაწილს და ამ ორ საკითს ჟუკიანა ფოფხაძე გაუძღვა, ორგანიზაციისა და პროექტის ხელმძღვანელი, პროფესიით მათემატიკოსი, ფსიქოლოგი, აღნიშნულ სპეციალობებს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლა.
 
 ჟუკიანა ფოფხაძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე ,,ყველაფერი წიგნის შესახებ", ისაუბრა პირველ წიგნებზე, მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის(გიგანტურ) წიგნებზე, ყველაზე პატარა და ყველაზე უცნაურ წიგნებზე, ეს ყველაფერი თვალსაჩინოებისთვის ფოტოებით აჩვენა მონაწილეებს. 

 მონაწილეები გაფაციცებით იწერდნენ ინფორმაციებს, ისმოდა ფურცლის შრიალი და გარშემო იგრძნობოდა განცდა, რომელიც ახალი საინტერესო ინფორმაციის შეძენისას გვეუფლება : სასიამოვნო გაკვირვება,ინტერესი.
 მეორე საკითხიც პრეზენტაციის სახით წარედგინა მონაწილეებს, მომხსენებელმა განიხილა თუ როგორ ითვლიდნენ პირველყოფილი ადამიანები, ასევე ინფორმაცია მიაწოდა მთვარის და მზის სისტემით დროის ათვლის, ჩრდილის საათის  შესახებ და ბოლოს თანამედროვე საათზე გაამახვილა ყურადღება.
 მონაწილეები აქტიურად სვამდნენ კითხვებს საათის შესახებ, არ წყვეტდნენ წერას და ინტერესით სმენას.
 
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დაისვა, ,,რა ვიცით, რომ ეს დრო სწორია", რაზეც დეტალური განხილვა აუცილებლად გვექნება- დაპირდა პროექტის ხელმძღვანელი მონაწილეებს.
 ამ კითხვის დასმის შემდეგ მოკლედ ჩაერთო ლაშა კოტორაშვილი და ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა, შეძლებისდაგვარად გამარტივებულად, შემცირებულად, მათთვის გასაგები რომ ყოფილიყო ,,დროის ფსევდოაბსოლუტურობის" შესახებ, განმარტა აბსოლუტურობა, ასევე რას ნიშნავს ფსევდოაბსოლუტურობა" და ,,რატომ ითვლება დრო ფსევდოაბსოლუტურად".
მონაწილეები კმაყოფილნი დარჩნენ და შეხვედრა დასრულებული არ გახლდათ,როცა შემდეგი შეხვედრის თარიღს კითხულობდნენ.

იხილეთ ფოტოები : 
5