სამ წლიანი პაუზის შემდეგ 4GB ბრუნდება | 25, 26, 27 მაისი

8
სამ წლიანი პაუზის შემდეგ 4GB ბრუნდება იმავე იდეითა და სურვილით, რითიც 2011 წელს ამ ყველაფრის კეთება დაიწყეს და ზუსტად იმავე ღირებულებებით, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ყველას ერთად გვაერთიანებდა.
4GB - გიორგი ბაქანიძისადმი მიძღვნილი, ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომლიც 2011 წლიდან იმართება. ფესტივალი, რომელიც წლების განმავლობაში რეგიონის გამორჩეულ მუსიკალურ მოვლენად იქცა, პანდემიითა და უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული სამ წლიანი პაუზის შემდეგ, 25, 26, 27 მაისს საგურამოში ბრუნდება.
25, 26, 27 მაისს საგურამოში!
4GB, For Gio Bakanidze
8