შემაძრწუნებელი ხვედრი 🤐
✦ ჰქონდათ თუ არა იმ ხუთ ადამიანს, რომლებიც შარშან "ტიტანიკის" ნამსხვრევებისკენ მიმავალი წყალქვეშა ნავის აფეთქებას ემსხვერპლნენ, სულ მცირე წარმოდგენა იმაზე, თუ რა ელოდათ წინ?
დანამდვილებით ვერასდროს გავიგებთ, მაგრამ, CNN-ის თქმით, ერთ-ერთი მსხვერპლის ოჯახმა 50 მილიონი დოლარის სარჩელი შეიტანა OceanGate-ის (წყალქვეშა აპარატის მწარმოებლის) წინააღმდეგ და ამტკიცებს, რომ აპარატის კორპუსის ხმებს ეკიპაჟი უნდა გაეფრთხილებინა მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ.
» „ეკიპაჟმა შეიძლება გაიგო, რომ ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული კორპუსის მიერ გამოცემული ხმები ხმამაღალი ხდებოდა, როცა წყლის წნევა "ტიტანის" კორპუსს აწვებოდა,“ - ნათქვამია ფრანგი მკვლევრისა და ერთ-ერთი დაღუპული მგზავრის, პოლ-ჰენრი ნარჟოლეს ოჯახის მიერ სარჩელში.
„ეკიპაჟმა დაკარგა კონტაქტი [ზედაპირთან] და შესაძლოა ელექტროენერგიაც.
ექსპერტების შეფასებით, ისინი განაგრძობდნენ დაღმასვლას და სრულად იცოდნენ აპარატის შეუქცევადი მარცხის შესახებ, განიცდიდნენ ამ საშინელ გრძნობას და ფსიქიკურ ზეწოლას, სანამ "ტიტანი" საბოლოოდ აფეთქდებოდა.”
ნარჟოლე, სამ სხვა მგზავრთან და OceanGate-ის აღმასრულებელ დირექტორთან, სტოკტონ რაშთან ერთად, 2023 წლის ივნისში "ტიტანის" ბორტზე ავიდა, რათა "ტიტანიკის" ნამსხვრევები ახლოდან ენახათ.
დაღმასვლის რაღაც მომენტში, წყალქვეშა აპარატი აფეთქდა, რის შედეგადაც მისი ფრაგმენტები და ადამიანის ნაშთები ფსკერზე, "ტიტანიკთან" ახლოს მიმოიფანტა.
მიუხედავად ასეთი მაგალითისა, სხვა ტურისტებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ "ტიტანიკს" მაინც ეწვიონ.
"ტიტანიკი" 1912 წელს აისბერგთან შეჯახებამ ჩაძირა და შემთხვევამ 1500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
"ტიტანიკს" ბოლოს 2024 წლის ივლისში ესტუმრნენ და როგორც ამ უკანასკნელი "ვოიაჟის" დამგეგმავი კომპანია თავის ვებგვერდზე აცხადებს, აპირებს "ტიტანიკის" არტეფაქტების კომერციალიზაციას მათი წყლიდან ამოტანითა და მთელ მსოფლიოში გამოფენების მოწყობით.
შესაძლოა, ამ გამოფენებმა მართლაც დაიმსახუროს დიდი ყურადღება და პატივისცემა, მაგრამ იქნებ დროა, რომ ისტორიის ეს ნაწილი უკან ჩამოვიტოვოთ.