სასარგებლო რჩევები

8
ძვირფასო მკითხველო, მართვის მოწმობის თეორიით დაინტერესებულო ან უბრალოდ, სტუმარო, ამ სტატიით შეძლებთ მიიღოთ რჩევები ან გასცეთ თუ როგორ უნდა ვისწავლოთ მარტივად, ეფექტიანად და შემართებით.
 P.S არ მოგეჩვენათ, ეფექტიანად და არა ეფექტურად, დიახ, ეფექტიანად, ანუ ხარისხიანად და ხაგრძლივად და არა ერთჯერადად.

 დღეს ბევრისგან გვესმის ან იქნებ თქვენც ხართ მათ სიაში, რომლის სადარდებელიც თეორიაა და ჩივის/ჩივით :
  ვიცი, სახლში ვაკეთებ, მაგრამ გამოცდაზე რა მემართება ?!

 რა მოვიმოქმედოთ, როგორ ვისწავლო, ისე რომ ქალაქშიც გამომადგეს და არა მხოლოდ კომპიუტერთან.

  რჩევები :

1.გააქრეთ მოლოდინები, ,,თუ არ არსებობს მოლოდინი, ესე იგი, შემარტივია ცხოვრება".
2.იყავით მოტივირებულნი სწავლით და იყავით მზად შრომისათვის.
3. განსაზღვრეთ დრო, დაუთმეთ სისტემატურად, დღეში 1 საათი(თუნდაც, 40 წუთი)
4. დაგეგმეთ პროგრამა სწორად, სთხოვეთ სპეციალისტს, რომ დაგიგეგმოთ თუ მასწავლებელთან სწავლა არ გსურთ ან არ შეგიძლიათ.
5. აქციეთ ჩვევად და იმეცადინეთ სისტემატურად.
6. დაგეგმვის შემდეგ, თითოეული ბილეთი გაიაზრეთ, თითოეულ კითხვაზე პასუხს- დაუსვით კითხვა : რატომ არის სწორი ? და დანარჩენი არასწორი ? (ამით იყენებთ უკუკავშირს, რითაც ამტკიცებთ არსებულ დებულებას,იაზრებთ, მიდიხართ დასკვნამდე და გემატებათ თავდაჯერება, რაც უმთავრესია გამოცდაზე)
 
მაგალითად, იხილეთ ბილეთის სურათი  და განვიხილოთ.
 წაიკითხეთ კითხვა ...
პასუხი : ვალდებულია

 ჩვენი ანალიზი :
 რატომ არის ვალდებული ? რა საჭიროა სხვა ქვეყანაში გადასვლისას არსებული ავტომობილის ფლობის, სარგებლობის ან განკარგვის უფლება ?

 დასკვნა : რადგან ამით ვამტკიცებთ, რომ მანქანა არ გვყავს მოპარული, ის ჩვენია(მანქანის საბუთით) ან უბრალოდ, გადმოგვცეს განკარგვის უფლება(სპეციალური დოკუმენტით).

 ყოჩაღ ! როგორც ამჩნევ, მარტივია !
7. იქნება სირთულეები, მაგრამ ნუ შეგაშინებს, იქნება შეცდომები, მაგრამ ნუ დაგაბნევს, პირიქით, ამით აიმაღლე მოტივაცია.
8. არ არსებობს სიმარტივე, იგი თავად უნდა შექმნა
9.კიდევ ერთხელ, მე არ მაქვს მოლოდინი არც კარგის და არც ცუდის, არც სწავლის პროცესში, არც გამოცდაზე.
10. ვიხარჯები ბოლომდე და ჩემს რესურს ვიყენებ სრულად.

 მოლოდინის გადაგდებით, ანუ ნულოვანი მოლოდინით, ჩაბარებაც უფრო გაგიხარდება და არც ჩაჭრა იმოქმედებს შენზე ზედმეტად.

ჩვენი Facebook გვერდი : https://www.facebook.com/drivingTeory

თუ სწავლა გსურს ან კითხვა გაქვს, რამეს დაზუსტება გინდა, მოგვწერე გვერდზე ან დაუკავშრდი ჩვენს მასწავლებელს და გიპასუხებს კითხვებზე გამოცდებთან დაკავშირებით, სწავლასთან დაკავშირებით და მოგცემთ რჩევებს :
 571-192-099 ლაშა
 თუ გსურთ მსგავსი რჩევის მომცემი სტატიები - დაგვიდასტურეთ კომენტარებში !
8