შესაძლოა, ძალიან მალე დადგეს ის დრო, როცა რომელიმე ქვეყანა ან, რაც უფრო მეტად სავარაუდოა, სახელმწიფოთა ჯგუფი, კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს კოსმოსისაკენ მიმავალ გზაზე.
შეიძლება, ეს მაშინ მოხდეს, როცა ბიუროკრატიას აღარ „დავუჯერებთ“ და ჩვენ ხელთ არსებულ ტექნოლოგიებს ნაყოფიერად გამოვიყენებთ.
იქნებ სხვა, ახალი ტექნოლოგიებიც დაგვჭირდეს, რათა დღევანდელ მძიმე და ქიმიურ საწვავზე მომუშავე რაკეტების იმედად აღარ ვიყოთ.
კოსმოსური ხომალდების ეკიპაჟთა წევრები ფეხს დადგამენ ახალ-ახალ პლანეტებზე.
იქ დაიბადება პირველი ბავშვი.
დედამიწის გარეთ არსებულ სამყაროში ცხოვრების პირველი ნაბიჯებიც გადაიდგმება.
ჩვენ ახალ გზას გავუყვებით... და მომავალ თაობებს ეს არასდროს დაავიწყდებათ.
მომნუსხველი და მიმზიდველი მარსი ჩვენი მეზობელი პლანეტაა:
უახლოესი ციური სხეული, რომელზე დაშვებაც ადამიანს უსაფრთხოდ შეუძლია.
ზოგჯერ იქ ისე თბილა, როგორც ივლისის ერთ დღეს თბილისში, თუმცა მარსი, ძირითადად, სუსხიანი ადგილია; ისეთი ცივი, რომ მისი გაუხშოებული, ნახშირორჟანგისგან შემდგარი ატმოსფეროს ნაწილი პლანეტის ზამთრის პოლუსზე მშრალი ყინულის კრისტალებივით იყინება. - კარლ სეიგანი.
რედაქტირება: "მომავლის პოსტი".