სატურნის რგოლები დროებით გაუჩინარდებიან

3
პლანეტის რგოლები 2025 წელს დროებით დაიმალებიან 🪐
• ასტროფოტოგრაფებო და მოყვარულო ასტრონომებო, თქვენს სურათებზე სატურნის რგოლები აღარ გამოჩნდება, თუმცა ეს დროებითი ამბავია.
IFLScience-ს ცნობით, თავისივე ორბიტაზე პლანეტის დახრის გამო, მისი საკულტო რგოლები გაქრება ჩვენი თვალთახედვის არეალიდან.
შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება დახრის გამო უზარმაზარი რგოლები გაუჩინარდნენ, მაგრამ მათი გიგანტურობის მიუხედავად, ისინი ძალიან თხელია.
უმეტეს ადგილებში რგოლების სისქე 100 მეტრზე ნაკლებია.
ხოლო, 1.2 მილიარდი კილომეტრი მანძილისთვის (დედამიწიდან სატურნამდე), ერთი კილომეტრი ნამდვილად არაფერია.
აგვისტოში, როდესაც სატურნი ოპოზიციაში იყო, დახრა დაახლოებით 9 გრადუსი იყო, ხოლო 2025 წლის 23 მარტისთვის ნულამდე დაეცემა.
მიუხედავად იმისა, რომ "ნასას" არ დაუკონკრეტებია გაუჩინარების ზუსტი ხანგრძლივობა, კოსმოსურმა სააგენტომ აღნიშნა, რომ ისინი მალევე გამოჩნდებიან.
Image: Mattias Malmer / Cassini Imaging Team (NASA)
3