საუკეთესო ფილმები ჰელოუნის დღესასწაულისთვის

9
როგორც შობას აქვს თავისი მუსიკა, ან ვალენტინობას თავისი შოკოლადები, ამ სეზონის მთავარი ატრიბუტი საშიში ფილმებია.
ოქტომბის თვე ყველასთვის ჰელოუინს უკავშირდება. გაფორმებები, კოსტიუმები, ტკბილეული და რაც მთავარია, საშიში ფილმები, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას საუკეთესოდ ქმნიან.
31-მდე სულ ცოტა დრო დარჩა, როგორც წესი მზადება და ფუსფუსი გაცილებით ადრე იწყება ხოლმე, ჰოდა თუ კოსტიუმისთვის ინსპირაციას ეძებთ, ან ტრადიციულად რამე საშიშს გინდათ ჩაუჯდეთ, გთავაზობთ საუკეთესო ფილმებს ამ სეზონისთვის:
კივილი (1996)
საშინელებათა ფილმი შავი იუმორით, სადაც ისეთი ვარკვლავები თამაშობენ, როგორებიც დრიუ ბერიმური და კორტნი კოქსი არიან. სულ "კივილის" ფრენჩაიზის 5 ფილმია გამოსული, თუმცა პირველი (1996) აღიარებულია, როგორც ჰელოუინის კლასიკა. 
ადამსების ოჯახი (1991)
"ადამსების ოჯახის" ორიგინალური, სატირული სცენარის მიხედვით, ისინი საკმაოდ უცნაურ, არისტოკრატულ ოჯახს წარმოადგენენ, რომლებიც გატაცებულნი არიან ე.წ მაკაბრით და წარმოდგენაც არ აქვთ იმის შესახებ, თუ რამდენად უცნაურად და საშიშად აღიქმებიან ხალხის მიერ.
კოშმარი ელმის ქუჩაზე (1984)
Scream- მდე თითქმის ათი წლით ადრე , უეს კრეივენმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფილმის ბოროტმოქმედი,  ფრედი კრუგერი, აჩუქა. ამ სეზონის კიდევ ერთი პოპულარული ფილმი - "A Nightmare on Elm Street", რომელიც თუ აქამდე არ გინახავთ, აუცილებლად უნდა ნახოთ, თანაც, ჯონი დეპის სამსახიობო დებიუტი სწორედ აქ შედგა. 
Friday the 13th (1980)
Hocus Pocus (1993)
თუ 'Hocus Pocus'-ს აირჩევთ არ შეცდებით, კომედიური ფილმების სამი ვარსკვლავი: ბეტი მიდლერი, სარა ჯესიკა პარკერი და კეტი ნაჯიმი ჯადროქრების როლებში, რომლებიც ჰეილოუნის დადგომასთან ერთად ჩნდებიან. 
It's the Great Pumpkin, Charlie Brown (1966)
ჰელოუინის კლასიკად ქცეული ანიმაცია, რომელსაც ოჯახთან ერთად შეგიძლიათ უყუროთ. 50 წლიანი არსებობის მანძილზე, ეს ნამუშევარი და მისი გმირები, მნახველებს ზუსტად იმას აძლევს, რაც სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად სჭირდებათ.
ჰარი პოტერი
ამტკიცებენ, რომ ჰარი პოტერის ფილმები საშობაოა, არასწორი იქნება ამ დღესასწაულისთვისაც რომ არ შევიყვანოთ სიაში, მითუმეტეს, რომ ისტორია ჯადოქრებსა და მათ თავგადასავლებზეა. 
The Shining (1980)
კინემატოგრაფიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურის სტენლი კუბრიკის ლეგენდარული ფილმი, რომელიც საშინელებათა კლასიკად იქცა. 
საბავშვო თამაში (1988)
ფილმი, რომელიც საშიში საბავშვო სათამაშოების შესახებ გავრცელებულ მითში აუცილებლად დაგარწმუნებთ. 
Edward Scissorhands (1990)
ტიმ ბარტონის მორიგი შედევრი, საინტერესო სამყაროში შექმნილი სასიყვარულო ისტორია თინეიჯერ გოგონასა და მაკრატელხელებიან ედვარდს შორის. 
9