საუკეთესო ქართული ბრენდები

11
Lovestars-  ტანსაცმლის კომპანია “Lovestars” მოდის ასპარესზე ახლად გამოჩენილ ორ პატარა გოგონას, ნიტა ტრაპაიძესა და სალი სულთანიშვილს ეკუთვნით.  ლავსთარის პირველი კოლექცია 2019 წლის შემოდგომაზე შეიქმნა და  ბრენდის ისტორიაც აქედან იწყება. ახალბედა დიზაინრები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ ონლაინ და მათი პროდუქტის შეძენა მხოლოდ ინსტაგრამ თუ ფეისბუქ გვერდების მეშვეობით იყო შესაძლებელი. თუმცა, მალევე შეძლეს თავიანთი პატარა მაღაზია-ბუწიკის გახსნა. პროდუქცია მუდმივ ცვლილებასა და განვითარებას განიცდის. მომხმარებელს ამ მაღაზიაში შეუძლია მისთვის სასურველი ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის პოვნა. კერძოდ არის პიჯაკები;  შარვლები და ქვედაბოლოები; ლოფერები; ნატურალური ტყავის ფერადი და “Mary-Jane”  სტილის ფეხსაცმელები. ასევე პატარა ბლოკნოტები და ჩანთებიც.  ყოველივე ამაზე, კი დატანილია ამ დიზაინერთა ნამუშევრები.  დიდი ყურადღების ღირსია მაღაზიის ინტერიერიც, რომელიც აგრეთვე ამ ორი გოგონას დიზაინერული ნიჭისა და საოცარი ხედვის გამოვლინებაა.
ბრენდი არა მხოლოდ თინეიჯერებზე, არამედ უფრო დიდი ასაკის ქალბატონებზეც არის მორგებული . პირადად მე, აქტიური მომხმარებელი  და ხშირი სტუმარი ვარ Lovestar-ში.  ამ ბრენდის პროდუქცია ახალგაზრდა გოგონების გადმოსახედიდან საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა და იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა კვლავ კიდე ბევრი წარმატება ელის.
TUTU/COSMONAUT- თუთუ კოსმონავტი ქართული ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდია, რომლის ფუძემდებლებიც თუთუ კილაძე, ნინო ჩოკოშვილი და ქეთუთა ჩიჩუა არიან. იგი არსებობს 2019 წლიდან და დროთა განმავლობაში იზრდება და ვითარდება  ცისია კილაძე ცნობილი ხელოვანია, რომელიც ულამაზეს ესკიზებს ქმნის, შემდეგ კი ამას აქარგავენ თავიანთივე შეკერილ ტანსაცმელს. კოლექციაში შედის მაისურები, ჩანთები და ჰუდები. გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს ჰუდი. თუთუს ნახატები ჰუდის ძალიან განსხვავებულს და საინტერესოს ხდის. ტანსაცმლის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე პერიოდულად  სხვადასხხვა ლოკაციებზეც. ერთ-ერთი მათგანი ფაბრიკაა.  
DARAIA - დარაია ასევე ძალიან წარმატებული ქართული ბრენდია, რომლის დამფუძნებლებიც მსახიობი თინა ალექსიშვილი და მარკეტერი ქეთა ლომიძე არიან. კომპანია ქმნის საცურაო კოსტიუმებს, თავსაბურავებს, ჩანთებს, პერანგებს, ჰალსტუხებს, სკამეს, ჰამაკებს და ა.შ. 
დარაიას პროდუქტი გამოირჩევა ესთეტიურობით, სინაზითა და მრავალფეროვნებით.  დარაიას ასეთ განსხვავებულ და საინტერესო სტილს სწორედ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე დატანილი პრინტები განაპირობებს, რომლებიც მხატვარ მარიამ ბარდაძეს ეკუთვნის.  პროდუქციას ახასიათებს მკვეთრი ფერები და სიჭრელე, ამავდროულად კი სინაზეც. თითქოს დარაიას მომხმარებლებიც ჭრელები არიან. პრინტებიდან გამომდინარე, დარაია უფრო ახალგაზრდული ხაზია, თუმცა წარმოდგენილია უფრო სადა, მუქი ფერებიც, ყველანაირი ასაკობრივი კატეგორიისათვის.  ბრენდის პროდუქციის შეძენა ძირითადად ონლაინ პლატფორმებით შეგიძლიათ, თუმცა კომპანია თანამშრომლობს ბაიერებთანაც.
SIDE I SIZE  - „SIDE I SIZE" ორი  მეგობრის მიერ დაფუძნებული ხელნაკეთი აქსესუარებსა და ტანისამოსის ბრენდია. იდეის ფუძემდებლები ნიკი გონგლიაშვილი და ქეთუშა ელიავა არიან. მოდის ასპარეზე ბრენდი 2018 წელს გაჩნდა და მას შემდეგ ამართლებს მყიდველთა იმედს. ძირითადი კონცეფცია ფერად-ფერადი ჩანთებისა და ფეხსაცმელების გარშემო ტრიალებს. აქვთ ასევე ქამრები, შარფები და საცურაო აქსესუარები.  როგორც სხვა კომპანიები , SIDE I SIZE-ც გამოირჩევა არაორდინალური პრინტებით. დიზაინრებს განსაკუთრებით ცხოველების პრინტები და ჭრელი ფერები უყვართ. ეს ბრენდიც ონლაინ პლატფორმით რეალიზდება.
11