საქართველოში საფოსტო მომსახურების დაწყებასთან ერთად გაჩნდა პირველი საფოსტო მარკებიც. პირველი საფოსტო მარშუტი, თუ არ მეშლება, თბილისსა და კოჯორს შორის იყო.
მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი და ძვირად ღირებული საფოსტო მარკა "ტფილისის უნიკა" (Тифлисская уника), 1857 წელს დაიბეჭდა თბილისში, მცირე ტირაჟით.
საქართველო მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და შესაბამისად "ტფილისის უნიკამ" რუსეთის პირველი საფოსტო მარკის "სტატუსი" შეიძინა. ამავდროულად ეს მარკა პირველია მსოფლიოში, რომელიც წნეხით დაიბეჭდა და რელიეფური გამოსახულება აქვს. სწორედ "ტფილისის უნიკით" იწყება საქართველოს საფოსტო მარკების ისტორია.
პირველი რესპუბლიკის პერიოდში, მარკა 1919 წლის 26 მაისს გამოვიდა. 1920 წელს გამოვიდა მარკების სერია რომელიც ფილატელისტების სამყაროში - საქართველის მეფე თამარის მარკის სახელითაა ცნობილი.
1991 წლიდან მოყოლებული კი მრავალი საფოსტო მარკა გამოუშვა საქართველოს ფოსტამ. ბევრიც კარგი, ზოგიც ისე რა :)
ბავშვობიდან ვაგროვებ მარკებს, ზოგი კარგი მარკაც გავაფუჭე, ზოგიც შემომრჩა.
ლეგენდა თბილისის დაარსებაზე (ავტორი: ბ.ქობლიანიძე) და მედეა მიფრინავს იაზონთან, ქართულ მარკაზე გამოსახულია ლადო გუდიაშვილის ნამუშევარი, სახელწოდებით „მედეა მიფრინავს იაზონთან“ (მარკის ავტორი: ბ.ქობლიანიძე).
კარგი გასართობია მარკების შეგროვება :)