საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ესპანეთს დაუპირისპირდება

0
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ესპანეთს გუნდს შეხვდება.
მატჩი ესპანეთის ქალაქ ბადახოსში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ტრავმების გამო საქართველოს ნაკრების ძირითადი დანაკლისი ხვიჩა კვარაცხელია და ოთარ კიტეიშვილი არიან.
შეგახსენებთ, 4 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 1 ქულა აქვს, ხოლო ჯგუფის ლიდერს, შვედეთს 3 მოგების შემდეგი 9 ქულა აქვს.
0