საქართველოში, ბორჯომის ხეობაში, გიგანტების ჩონჩხები აღმოაჩინეს

3
ისინი დანარჩენი ცივილიზაციისგან დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ 🤔
• 2008-ში არქეოლოგებმა ბორჯომის ხეობაში სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს.
მათ აღმოაჩინეს უზარმაზარი ადამიანის ძვლები, რომლებიც დაახლოებით 24-25 ათასი წლის არიან.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ამ გიგანტებს შეეძლოთ სიმაღლეში 3 მეტრამდე გაზრდილიყვნენ.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერი აბესალომ ვეკუა ამ აღმოჩენას სენსაციად მიიჩნევდა, რადგან გიგანტების შესახებ ჰიპოთეზა უკვე დიდი ხანია სამეცნიერო წრეებში აქტიურად განიხილება.
ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ათიათასობით წლის წინ, ევრაზიის ზოგიერთ რეგიონში, გიგანტური აღნაგობის მქონე ადამიანები ცხოვრობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მოსაზრების მხარდამჭერი რამდენიმე მტკიცებულება გაგვაჩნია, მაინც არ შეგვიძლია საბოლოოდ დავადასტუროთ მისი ჭეშმარიტება.
ვეკუა ყურადღებას ამახვილებდა ბარძაყის ძვალზე, რომელიც გაცილებით სქელი და დიდია ვიდრე თანამედროვე ადამიანის ბარძაყის ძვალი, ასევე თავის ქალაც მეტად დიდია.
მეცნიერი განმარტავდა, რომ ეს უძველესი ხალხი დანარჩენი ცივილიზაციისგან განცალკევებით ცხოვრობდა და ვითარდებოდა.
სწორედ ამიტომ განსხვავდებოდნენ ისინი ზომით.
მეცნიერი ასევე აღნიშნავდა, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში ეს ადამიანები გიგანტებად მოიხსენიებიან, მაგრამ ამ აღმოჩენამდე მათი არსებობის დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობდა.
» ,,ახლა სენსაციის ზღვარზე ვართ", - კატეგორიულად აცხადებდა აბესალომი.
სამწუხაროდ, სანამ რაიმე საბოლოო დასკვნა გაკეთდებოდა ან სრული ტესტირება ჩატარდებოდა, ვეკუა გარდაიცვალა, ხოლო აღმოჩენილი და თბილისში ჩამოტანილი ძვლები, როგორც 2014 წლის კვლევაში მონაწილე მეცნიერი ბრიუს ფენტონი ამბობს, საქართველოს ერთ-ერთი მუზეუმის არქივში დაიკარგნენ.
ქართველი მეცნიერების მიერ 2008 წელს გაკეთებულ აღმოჩენაზე ამბავს Science Channel-ის მკვლევრებიც წააწყდნენ და 2014-ში დაიწყეს დაკავშირება ქართველ მკვლევრებთან.
შემდეგ გადაწყდა, რომ გადამღები ჯგუფი უნდა შეხვედროდა მკვლევართა ჯგუფის ზოგიერთ წევრს და მათთან ერთად აღმოჩენის ადგილზე გამგზავრებულიყვნენ.
სწორედ ამ მისიის წევრი იყო ბრიუს ფენტონიც.
Science Channel-ის მიერ მაშინ მომზადებული ვიდეო შეგიძლიათ "მომავლის პოსტის" კონტენტ ჰაბში იხილოთ.
3