საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება იწყება

ByfeedcNewsGeorgia 5 Sep, 2021
0
საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება იწყება. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანია „აგრობადის“ დამფუძნებელმა ავთანდილ მაისურაძემ განაცხადა, დანადგარები უკვე საქართველოშია და წარმოება მაქსიმუმ სექტემბრის ბოლოს დაიწყება.
ცნობითვის, სეტყვისა და მზისგან დამცავი ბადეების წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა. კერძოდ, ავთანდილ მაისურაძე ასევე წარმოადგენს კომპანია AntGeo-ს, რომლის საქმიანობაც ბადეებისა და სარწყავი სისტემების დამონტაჟებაა. კომპანიამ შეისწავლა არა მხოლოდ ქართული ბაზრის, არამედ მთლიანი რეგიონის საჭიროებები, შესაბამისად, ის მეზობელი ქვეყნების მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს.
ბადეების წარმოება ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. შემდეგ წარმოების დაწყების თარიღად მარტი დასახელდა, თუმცა აქაც ხელშემშლელი ფაქტორი პანდემია აღმოჩნდა. დღეს კი, როგორც ავთანდილ მაიურაძე აცხადებს, დანადგარები უკვე საქართველოშია და წარმოებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება.
„უკვე გადაწყვეტილია და წარმოება სექტემბრის ბოლომდე დაიწყება. დანადგარები გერმანიიდან და ტაილანდიდან უკვე ჩამოვიდა. ადგილობრივი შეკვეთებიც უკვე გვაქვს“, - განაცხადა ავთანდილ მაისურაძემ.
მისივე ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 0.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საწარმოში კი, მინიმუმ 20 ადამიანს დაასაქმებს. პროექტს მხარს უჭერს USAID-ი, სწორედ მათი დახმარებით მოხდება კადრების გადამზადებაც.
ByfeedcNewsGeorgia 5 Sep, 2021
0