საქართველოში ჯამში 1 314 104 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებულია 475 748 ადამიანი

0
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღევანდელი მონაცემებით,  სულ ჩატარებულია 1 314 104 აცრა.
მათი ინფორმაციით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 838 356 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 29.4%-ს შეადგენს.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, სრულად ვაქცინირებულია 475 748 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 16.7%-ს შეადგენს.
მათივე განმარტებით, 4 სექტემბერს აიცრა 22 733 ადამიანი.
0