26 მარტი, საქართველო - საბერძნეთი - ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალი. თუ ბილეთის ყიდვა ვერ მოახერხე, გთავაზობთ ალტერნატიულ ლოკაციებს, საიდანაც შეძლებ უგულშემატკივრო შენს ქვეყანას და უყურო მატჩს დიდ ეკრანზე სრულიად უფასოდ:
1. ბაზარი ორბელიანზე - ვეკუას 3ა
2. სასტუმრო Holiday Inn - 26 მაისის მოედანი 1
3. Beer Time - ყაზბეგის 12 ბ
4. Black Dog - პეტრიაშვილის 1
5. PUB 44 - ზანდუკელის 1/22
6. LoveBar - ნიკოლოზ ბარათაშვილის 182
ამასთანავე, საქართველოს ბანკის ორგანიზებით 19:00 საათიდან ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება უყუროს მატჩს, სადაც ასევე ფანზონა დაგვხდებათ:
თბილისი - რესპუბლიკის მოედანი
ქუთაისი - თეთრ ხიდთან
ბათუმი - ევროპის მოედანი