27 ივლისს, 19:00-ზე, მწერალთა სახლში, "პალიტრა L"-ის ინიციატივით მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ავსტრიელი პოეტის, რაინერ მარია რილკეს, ლექსების კრებულის - "საღამო არის ჩემი წიგნი" წარდგენა გაიმართება.
ამ პატარა კრებულში რაინერ მარია რილკეს 50 ლექსია შესული.
რილკეს შემოქმედებას წლების განმავლობაში დიდი სიფრთხილითა და დაფიქრებით თარგმნიდა პოეტი ირმა შიოლაშვილი. საბოლოოდ, ამ თარგმანებმა ერთად მოიყარა თავი კრებულში, რომელიც, ლიტერატორ გიორგი ლობჟანიძის შეფასებით, „დიდი ცოდნის, გერმანული და ქართული პოეტური ტრადიციების უფაქიზეს ნიუანსებში წვდომისა და დიდი სულიერი თანაზიარობის შედეგია...
ის ლექსებიც კი, რომლებიც ქართველი მკითხველისათვის, სხვადასხვა და ხშირად გენიალური მთარგმნელების წყალობით, უკვე კარგად ცნობილია, ამ თარგმანებით რაღაცით განსხვავებულად და ახლებურად იკითხება.
შეხვედრის მედიატორი გიორგი ლობჟანიძე იქნება.