საშემოდგომო ფილმები

10
ალბათ ყველას ძალიან გვიყვარს შემოდგომა. გრილი, მაგრამ მყუდრო ამინდები. სტაფილოსფრის, ყვითლისა და სხვა თბილი ფერების შეხამება, ფერადი ფოთლების ხრაშუნი...
ამ პერიოდში განსაკუთრებით სასიამოვნოა სახლში თბილად დაჯდომა და ჩაისა თუ კაკაოს თანხლებით ამ სეზონისათვის შესაფერისი ფილმების ყურება. ასე რომ, მე გაგიზიარებთ ჩემს საყვარელ საშემოდგომო ფილმთა პატარა ჩამონათვალს. ეს არის ფილმები, რომლებიც აუცილებლად ნანახი უნდა გქონდეთ, თუმცა, მათი განმეორებით ყურებაც ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ და დაგეხმარებათ, რომ უკეთ დატკბეთ ამ ულამაზესი და უსაყვარლესი სეზონით.
1. Sweet November- იგივე „ტკბილი ნოემბერი“ რომანტიკული მელოდრამაა.  შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ Sweet November მართლაც იდეალური ფილმია შემოდგომაზე საყურებლად. ფილმის მთავარი პერსონაჟი, ზედმეტად შრომისმოყვარე ნელსონი    თანახმაა იცხოვროს იდუმალ ქალთან, სარასთან, მთელი ნოემბრის განმავლობაში . ამ წამოწყების მიზანი ნელსონის მოდუნება და მისი ცხოვრებისეული აღქმის შეცვლაა. სარა სამყაროს ვარდისფერი სათვალეებით უყურებს და ცდილობბს ყველას ასე დაანახოს იგი.  ფილმი ძალიან ესთეტიური და სასიამოვნო მუსიკით გაფორმებულია.
2. Autumn in New York- ეს ფილმი სტილით შეგვიძლია შევადაროთ ტკბილ ნოემბერს. ესეც რომანტიკული მელოდრამაა, რომელსაც აუცილებლად უნდა უყუროთ შემოდგომის მოახლოვებისას. ფილმში 50 წლის წარმატებულ რესტორნის მეპტრონეს 21 წლის გოგონა უყვარდება.  შემოდგომა ნიუ იორკში აღსავსეა ფერადი, ლამაზი კადრებით.
3. When Harry Met Sally- როცა ჰარი შეხვდა სალის  ძალიან საინტერესო რომანტიკული კომედიაა. ფილმი დატვირთულია ძალიან სასაცილო და მყუდრო კადრებით. მისი დასაწყისი ნიუ-იორკის ტურისტული საბჭოსგან მოწოდებულ რეკლამას წააგავს , რათა აჩვენოს, რომ Hot Garbage-სა და Grey Slush Seasons-ს შორის არის ორი კვირა, როდესაც ქალაქი ყველაზე ლამაზადაა, სწორედ ამ პერიოდში ხდება ყველაფერი. ფილმში ჩართულია ციტატაც შემოდგომაზე.
4. Dead Poets Society-  ამერიკული ტრამატული ფილმი, რომელმაც აიღო ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის. ფილმი ძირითადად აგებულია კოლეჯის ლექტორზე, რომელიც უბიძგებს თავის მოსწავლეებს თავიანთი მიზნების მიღწევისა და ცხოვრების ყოველი წუთით დატკბობისაკენ. ძირითადი მოვლენები კი შემოდგომაზე ხდება.
5. Harry Potter and the Sorcerer’s Stone- მოდით შევთანხმდეთ, რომ ჰარი პოტერი ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ სეზონზე იდეალური არჩევანია. ეს ნაწილი 2001 წელს არის გადაღებული.  გირჩევთ ახლავე დასხდეთ, მოიმარჯვოთ პლედი და ცხელი კაკაო, ან საშემოდგომოდ ტრადიციულად -pumpkin spice latte, და ისიამოვნოთ ამ ფერადი და მაგიური ფილმით.
10