სახალისო კონკურენცია

6
მსოფლიოს გაციფრულებამ და ყველაფრის ინტერნეტ სივრცეში გადმოტანამ ჩვენს ყოველდღიურობაში ბერვი რამ შეცვალა. რეკლამებმაც თითქოს მთავარი იდეა დაკარგეს და გარეთა ბილბორდები და სატელევიზიო რეკლამები ინფლუენსერებმა ჩაანაცვლეს.როდის იყიდეთ ბოლოს რაიმე რისი რეკლამაც ტელევიიზით ან ბილბორდზე ნახეთ? მე არ მახსოვს, მაგრამ როდის ვიყიდე სახის კანის დამატენიანებელი კრემები, რომელიც საერთოდ არ მჭირდებოდა ჩემი საყვარელი ინფლუენსერისგან? სულ რამდენიმე დღის წინ!
მარკეტოლოგების საქმე გაძნელდა და მოსაფიქრებელი იყო ისეთი მიმდინარეობა, რომელიც ქუჩაში მიიქცევდა ადამიანის ყურადღებას და რეკლამებისგან გადატვირთულ თვალს შეაჩერებდა ბილბორდსა თუ დიდ ეკრნებზე. გაზრდილი იყო კონკურენციაც და შესაბამისად მივიღეთ ისეთი რეკლამები, რომლებიც არის კრეატიული, დასამახსოვრებელი და ღიმილის მომგვრელი. ჩემთვის ყველაზე საყვარელი მაგალითია პეპსის და კოკა-კოლას ანტი კოლაბორაცია :))
პეპსის თუნუქის ქილას კოკა-კოლას მოსასხამი აცვია და თან ახლავს წარწერა: “საშიშ ჰელოუინს გისურვებთ” — რაც კოკა-კოლას სახიფათოდ წარმოაჩენდა. კოკა-კოლას პასუხმა, რომელიც გამოქვეყნდა, პეპსის მიერ გადაკრული სარკაზმი ეფექტურად დაჩრდილა. “ყველას სურს, რომ გმირი იყოს” — წერია იმავე სურათზე, რომელშიც პეპსი ჰელოუინისთვის კოლას მოსასხამის ფორმაშია.
ქართული მარკეტოლოგებიც აყვნენ ტრენდს და პირველი და ყველასთვის დასამახსოვრებელი მაგთის და ჯეოსელის ამბავი იყო.
ჯეოსელმა საპასუხოდ ფეისბუქის ჰაჰა რეაქცია გამოიყენა, რომელიც 2017 წელს სოციალური ქსელის მთავარი სიახლე იყო და ასე დატროლა კონკურენტი ბრენდი.
თბილისში ამჯერად ერთმანეთს ორი ახალი ბრენდი — REDMED და Ekimo დაუპირისპირდა.
Ekimo-მ საკუთარი ახალი საკომუნიკაციო მესიჯით კონკურენტის ბილბორდებზე ადგილობრივი დარტყმები მიიტანა, საპასუხოდ კი REDMED-მა არსებული ბანერი ახლით ჩაანაცვლა და Ekimo-ს მიერ დასმულ კითხვა “როგორ ხარ”-ს პასუხი ასე გასცა: “გაიგე მარტივად”
REDMED-ი Ekimo-ს კითხვაზე პასუხის მარტივად გასაგებად კი მომხმარებელს თერაპევტთან უფასო დისტანციურ კონსულტაციას სთავაზობს.
ჩემი სტატია კრიპტო სიახლის გარეშე ვერ ჩაივლიდა,როგორც უკვე გეცოდინებათ ბაინანსმა გააფორმა მემორანდუმი თიბისი ბანკთან და ისინი პარტნიორები გახდნენ.როგორ გამოეხმაურა ამას Unicard -ის და WhiteBIT-ის კოლაბორაცია?თბილისის ცენტრში თიბისი ბანკის წინ ბილბორდზე ვხედავთ მათ რეკლამას, რომელის კრიპტო მოყვარულებისთვის მართლაც დასამახსოვრებელი და მხიარული აღმოჩნდა. ჩემი აზრით, ეს მარკეტინგული სვლა ხაზსს უსმევს ვინ იყო საქართველოს ბაზარზე პირველი.
თქვენი მეგობარი კრიპტო სამყაროში: @Sandra.R
6