„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის დეტალურ შესწავლას და შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას“, – ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა.
ასევე დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს მაღალი ფასნამატს და მოგების მაღალი მარჟებს უკავშირებს.
კობახიძემ საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი და ასევე, მოუწოდა საპარლამენტო კომისიის შექმნისკენ.