სდსს ვეტერანთა კავშირის გამგეობის სხდომა

8
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ვეტერანთა კავშირის გამგეობის სხდომა 2022 წლის 17 თებერვალს 18:00 საათზე ჩატარდა. სხდომაზე გამგეობის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისიწინებული საკითხები:
1. 2021 წლის საქმიანობის შეჯამება; 
2. საექსპერტო-კრიმინალისტიკური ლაბორატორიის შექმნა; 
3. სდსს ვეტერანთა შორის სროლაში შეჯიბრის ჩატარების ორგანიზება; 
4. კერძო დაცვის მცველის სასწავლო კურსების მომზადება; 
5. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სწავლების ორგანიზება; 
6. კავშირის წარმომადგენლის დანიშვნა ავსტრალიაში;
7. კავშირის ასოცირებული წევრის სტატუსის შემოღება.
სდსს ვეტერანთა კავშირის გამგეობის სხდომა ჩატარდა კერძო დაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ტრენინგ ცენტრში. სხდომაზე დასწრება იყო თავისუფალი და მასში მონაწილეობა მიიღეს სდსს ვეტერენებმა, ასევე მოწვეულმა სპეციალისტებმა.
წყარო: სდსს ვეტერანთა კავშირის ვებ-გვერდი
8