უახლესი ცნობებით, რეჟისორ ალი აბასის დაანონსებულ ფილმში 'The Apprentice' დონალდ ტრამპის როლს მსახიობი, სებასტიან სტანი შეასრულებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფილმი მოგვითხრობს დონალდ ტრამპის ცხოვრების იმ პერიოდს, როდესაც ის უძრავი ქონების იმპერიას აყალიბებდა - 1970-1980 წლებს, ასევე დეტალურად განიხილავს მის ურთიერთობას პროკურორ-იურისტთან, როი კონთან.
"ძალაუფლებისა და ამბიციების ძიება კორუფციისა და ტყუილების სამყაროში"- ასე აღწერენ ფილმის სიუჟეტს.
"ეს არის მენტორ-პროტეჟეს ამბავი, რომელიც ასახავს ამერიკული დინასტიის შენება/წარმოებას. ფილმი ავლენს კულტურის მორალურ და ადამიანურ ღირებულებას, რომელიც განსაზღვრულია გამარჯვებულთა და დამარცხებულთა მიერ"
სავარაუდოა, რომ მთავარი როლის შემსრულებელს შეუერთდებიან Succession-ის მსახიობი ჯერემი სტრონგი, რომელიც როი კონის როლს შეასრულებს და "Borat Subsequent Moviefilm"-ის ვარსკვავი, მარია ბაკალოვა, ტრამპის პირველი მეუღლის როლში.
თრეილერი, გამოსვლის თარიღი და სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.