სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილე

9
"კინოს ჯადოქარი" ასე მოიხსენიებენ სერგო ფარაჯანოვს,  მე-20 საუკუნის კინემატოგრაფიის ერთ-ერთი უდიდეს ხელოვანს, თავისი გენიალური შემოქმედებისთვის და იმ უნიკალური, მაგიური, სტანდატრებიდან ამოვარდნილი ხედვისთის, რომელიც სრულიად მსოფლიოს აოცებდა. 
დღეს ლეგენდარული ხელოვანის 100 წლის იუბილეა. გთავაზოვთ მის საინტერესო ისტორიას. 
 "სერგო დაიჭირეს იმიტომ, რომ ის ჩარჩოები, რომელიც იყო დაწესებული მაშინდელი ხელისუფლების მიერ, ამ ჩარჩოებს ხეთქავდა თავისი ხელოვნებით", - ელდარ შენგელაია
"ბროწეულის ფერი" სილამაზის სრულყოფილებაა. მე ვფიქრობ, რომ ფარაჯანოვი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია", - მიქელანჯელო ანტონიონი
ფარაჯანოვი დაიბადა და გაიზარდა თბილისში, სომხურ ოჯახში; მისი ნამუშევრები ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.
ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები" (1964), რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით. მისი ნამუშევარი „ბროწეულის ფერი" (1969) თბილისელ პოეტ საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ფილმმა საბჭოთა მთავრობა განარისხა, რომლის აზრით იგი დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა. ჰომოსექსუალობის ბრალდებით საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ფარაჯანოვის დაპატიმრება მრავალმა ცნობილმა ადამიანმა, ხელოვანმა, მწერალმა თუ რეჟისორმა გააპროტესტა, თუმცა იგი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, ფრანგი სიურრეალისტი ლუი არაგონის მეოხებით. ფილმების გადაღება მას აკრძალული ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდა, თუმცა 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო "ამბავი სურამის ციხისა" (1984), რომელიც მისი ადრეული ნამუშევრების ფერადოვნების გამოძახილია, ასევე "აშიკი ქერიბი" (1988) და დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული სერია "აღიარებისა", რომელიც შემდგომში მიხეილ ვართანოვის ფილმის "ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული" ნაწილი გახდა.
ფილმოგრაფია
1.  Moldovskaya skazka (1951) (მოლდოვური ზღაპარი) 
2. Andriesh (1954) (ანდრიეში) 
3. Zolotie ruki (1954) (ოქროს ხელები) 
4. Natalia Ujvij (1957) (ნატალია უჟვიი)
5. Dumka (1957) (დუმკა)
6. Pervi paren (1959) (პირველი ჭაბუკი)  
7. Ukrainskaya rapsodia (1961) (უკრაინული რაფსოდია)  
8. Tsvetok na kamne (1962) (ყვავილი ქვაზე) 
9. Teni zabitikh predkov (1964) (დავიწყებული წინაპრების აჩრდილები) 
10. აკოფ ჰოვნათანიანი (1965) 
11. საიათ-ნოვა (1968)
12. ფარაჯანოვი: სომხეთის მიწის ფერი (1969)
13.Cinématon (1984)
14. ამბავი სურამის ციხისა (1984) 
15. არაბესკები ფიროსმანის თემაზე (1985) - დამდგმელი რეჟისორი
16. აშუღ-ყარიბი (1988) 
17. აღსარება (1990) 
18. ფარაჯანოვი: უკანასკნელი გაზაფხული (1992) - სცენარისტი, მსახიობი
9