სერიალი Harry Potter-ის სამყაროზე

10
რამდენიმე წყაროსგან, ცნობილი გახდა, რომ Warner Bros.-ს პროდუქცია ახალ სერიალზე მუშაობს, რომლის სიუჟეტი JK Rowling-ის ბესტსელერის - 'ჰარი პოტერის' სატელევიზიო ადაპტაცია იქნება.
"Bloomberg"-ის განცხადებით შოუს თითო სეზონი დაფუძნებული იქნება 7 წიგნიდან ერთ-ერთზე და პროექტში ჩაერთვება თავად ავტორიც.
როგორც ცნობილი ხდება, Warner Bros.-ისა და HBO-ს აღმასრულებელი დირექტორები დევიდ ზასლავი და კეისი ბლოისი აწარმოებენ მოლაპარაკებებს როულინგთან, თუმცა პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას შემდეგი კვირისთვის უნდა ველოდოთ. 
თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც დაგეგმილია, ეს იქნება პირველი სატელევიზიო სერიალი საკულტო, თავგადასავლებით სასვე "ჰარი პოტერისთვის", 7 ნაწილიანი ფილმების სერიისა და არა ერთი სასცენო ადაპტაციის შემდეგ. 
10